დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 17.08.2012 წლის №142/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177/37 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 02/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.58.070.016017 |
|
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 17.08.2012 წლის №142/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში (ვებ გვერდი, 17.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016004) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესი“-ს მე-5-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ანგარიში შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ 1. შემოწირულების/საწევრო შენატანის შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ა) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10; ბ) ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11; გ) საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული შემოწირულებები – ფორმა №13; დ) ფულადი საწევრო შენატანები – ფორმა №14; ე) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №16; ვ) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №17. 2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეავსოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ფორმა იმის მიხედვით, თუ რა კატეგორიის შემოწირულება მიიღო.” |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს:
1. საწევრო შენატანები და შემოწირულებები – ფორმა №1 (დანართი №1); 2. ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №10 (დანართი №2); 3. ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №11 (დანართი №3); 4. იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შემოწირულებები – ფორმა №16 (დანართი №4); 5. იურიდიული პირების მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები – ფორმა №17 (დანართი №5). |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები