დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე გამოთხოვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 22/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს პარლამენტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე გამოთხოვის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი – „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე. (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 15.03.2013 წელი, №9-2-23/233).
2. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2013 წლის 22 აგვისტო
№ 64-უ.ს.რ.ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები