დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/21 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 30/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016170 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
16/21
30/08/2013
ვებგვერდი, 06/09/2013
010250020.35.111.016170
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/09/2013 - 27/09/2013)
|
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ც“ ქვეპუნქტის და 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს, თვითმმართველი ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 ნოემბრის №21/57 დადგენილება ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქედ წოდების შესახებ' დებულების დამტკიცების თაობაზე.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო
მოქალაქის წოდების მინიჭების წესი |
| მუხლი 1 |
თვითმმართველი ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება წარმოადგენს ტიტულს, რომელიც ქალაქის მოსახლეობისაგან მადლიერებისა და აღიარების ნიშნად ენიჭება ამა თუ იმ პიროვნებას, ქალაქისა და სამშობლოს წინაშე გამოჩენილი ღვაწლისა და დამსახურებისათვის. |
| მუხლი 2 |
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ: |
1.
თვითმმართველ ქალაქ ფოთში მცხოვრებ მოქალაქეებს (ასაკის შეუზღუდავად); |
2.
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს (ასაკის შეუზღუდავად); |
3.
უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის თვითმმართველი ქალაქის - ფოთის წინაშე, ან ქალაქ ფოთთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (ასაკის შეუზღუდავად). |
| მუხლი 3 |
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის კანდიდატურის წარდგინების უფლება საკრებულოს სხდომაზე განსახილველად აქვს: |
1.
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერს; |
2.
წარმოება - დაწესებულებათა წარმომადგენლებს; |
3.
არაპოლიტიკურ-საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; |
4.
საკრებულოს წევრების სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; |
5.
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ს. |
| მუხლი 4 |
1.
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხდება წელიწადში ერთხელ, ,,ფაზისობის“ დღესასწაულთან ან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. |
2.
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქეს წარმოდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულო ღია კენჭისყრის წესით: |
ა)
მე-2 მუხლის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არაუმეტეს 5 კაცის რაოდენობით; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არა უმეტეს 2 კაცის რაოდენობით; |
გ)
მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განუსაზღვრელი რაოდენობით. |
| მუხლი 5 |
1.
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საპატიო მოქალაქის მოწმობა. |
2.
თვითმმართველი ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქის სახელი, გვარი და პირადი მონაცემები შეტანილ იქნება ,,თვითმმართველი ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქის“ წიგნში. |
| მუხლი 6 |
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდება: |
1.
მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიგელით და ფულადი პრემიით 500 დოლარის ეკვივალენტის ლარის ოდენობით, რომელიც გაიცემა თვითმმართველი ქალაქის ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან.
|
2.
მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიგელით. |
2.
04/11/2014 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
13/49 -
ვებგვერდი, 10/11/2014
1.
27/09/2013 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
18/23 -
ვებგვერდი, 03/10/2013
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 04/11/2014
გამოქ. თარიღი : 10/11/2014
დოკუმენტის ნომერი : 13/49
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
1
მიღების თარიღი : 27/09/2013
გამოქ. თარიღი : 03/10/2013
დოკუმენტის ნომერი : 18/23
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები