„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016186
61
30/08/2013
ვებგვერდი, 30/08/2013
360160000.22.023.016186
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №61

2013 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360160000.22.025.016028, 24/06/2011) დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს 11 და 12 პუნქტები:

„11. იმ შემთხვევაში, თუ ხე-ტყის დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას არსებობს ხე-ტყის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვის საჭიროება, ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ მე-6 გრაფაში სავალდებულოა ორივე სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების მითითება და ხე-ტყით მოსარგებლე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს წარუდგინოს იმ სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (რომელიც დასტურდება ტყითმოსარგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემის ხელმოწერითა და მიმდინარე თარიღის მითითებით) რომელიც უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილამდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ მე-8 გრაფაში მიეთითება ხე-ტყის გადამზიდავი იმ პირის რეკვიზიტები, რომელიც ხე-ტყის დატვირთვის ან დამზადების ადგილიდან ხე-ტყის მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვის ადგილამდე განახორციელებს ხე-ტყის ტრანსპორტირებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე