„სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №119 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №119 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.017390
223
27/08/2013
ვებგვერდი, 30/08/2013
440050000.10.003.017390
„სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №119 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2013 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №119 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამეცნიერო კვლევითი აპარა­ტურის შესაძენად სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №119 დადგენილებაში (სსმ, №78, 26/06/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისა­თ­ვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმო­ცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრა­ნს­პორ­ტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუ­ნ­ქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვი­სა­თ­ვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო გა­ნა­­ცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქ­­ციით:

   „მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და კვ­­ლე­ვი­თი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მე­­ც­ნიერე­ბ­ის, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­­ნის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „გრან­ტე­ბის შე­­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტისა და „ნო­­რმა­ტი­­ული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუ­ხ­ლ­ის შე­სა­ბა­მი­­სად, დამტკიცდეს:

1.  „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლე­ვებ­ი­სა­თვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყი­დ­ლ­ოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრა­ნსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუ­ნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდ­ვი­სა­­თვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1).

2.  „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევე­ბი­სათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყი­დ­ლ­ოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრა­ნსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუ­ნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვი­სა­თვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო გა­ნაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).“.

3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკი­ცე­ბული დანართი №1-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევე­ბი­სა­­თვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გა­დ­მოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრან­ს­პო­რტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნ­ქ­­­ციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სა­ხელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქ­ცი­­ით:

„2. ეს წესი არეგულირებს სამეცნიერო კვლევითი აპარატურის და/ან სა­მეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შე­ძე­ნისათვის, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპა­რა­ტურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვ­ლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სათადა­რი­გო ნაწილების შესყიდვისათვის, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემ­დ­გომში - გრანტი) მისაღებად კონკურსის გამართვის საგრანტო განა­ც­ხა­დ­ის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მო­ნი­ტო­რინგის, საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და შეწყ­ვე­ტ­ის საკითხებს.“;

გ)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზნები

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევე­ბისა­თ­ვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შეძენისათვის, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრან­ს­პორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუ­ნ­ქ­­ც­იური გაუმჯობესებისა ან/და სათადარიგო ნაწილების შესყი­დვი­სა­თვის საგრანტო პროექტის დაფინანსების მიზანია აამაღლოს საქართვე­ლო­ში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს მეცნიერთათვის თა­ნა­მედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ხელმისაწვდომობა და ხე­ლი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის პროგრესს.“;

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრანტის გაცემას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვ­ნუ­ლი სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი).“;

 დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის გენერალური დირექტორი (შემდ­გო­მში – ფონდის დირექტორი) ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამა­რ­თ­ლებრივი აქტით ამტკი­ცებს:

     ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გა­სა­მართი კო­ნ­კურსის პროგრამასა და მასში მონაწილეობის პირობებს;

     ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადა­წყვეტი­ლე­ბის მიღების ვადებს;

     გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს;

     დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფო­რმებსა და მონიტორინგის პროცედურას.“;

    ე) მე-4 მუხლის:

     ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შე­უ­ძ­ლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სა­მა­­­რთლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს, სა­ქა­რთველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკო­მე­რციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სა­მეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლეს საგანმანათლებლო და­წე­სე­ბულებებს.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგრანტო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქ­ტ­ით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირს.“;

ე.გ) მე-5  და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსებულ საგრანტო განაცხადის წარმდგენებთან ფონდი აფორ­მე­ბს საგრანტო ხელშეკრულებას.

6. გრანტით დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული სამეცნი­ე­რო-კვლევითი აპარატურის და/ან სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კო­მ­პიუტერული პროგრამების, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვ­ლე­ვითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სა­მე­ცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესებისა ან/და სა­თა­დარიგო ნაწილების შესყიდვა უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო შეს­ყი­დვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესა­ბა­მი­სად.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენი (გრანტის მიმღები) ვალდებულია ფონდს წარუდგინოს ანგარიში გრანტის ფარგლებში შეძე­ნი­ლი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, სამეცნიერო კვლევებისათვის სა­ჭი­რო კომპიუტერული პროგრამების, უსასყიდლოდ გადმოცემული უცხო­ე­თიდან ტრანსპორტირებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, ფუნქ­ცი­­ურად გაუმჯობესებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და შეს­ყი­დული სათადარიგო ნაწილების  სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყე­ნე­ბის შესახებ.“.

4. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული და­ნა­რთი №2-ის სა­თა­ური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევე­ბისა­თ­ვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გად­მო­ცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპო­რ­ტი­­რებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გა­უმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახე­ლმ­წი­ფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი