„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016637
117/ნ
29/08/2013
ვებგვერდი, 30/08/2013
430030000.22.022.016637
„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №117/ნ

2013 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანებით (07/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016050) დამტკიცებულ არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესით გათვალისწინებულ დანართში შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

 „მუხლი 7. გარდამავალი დებულება

1. 2013 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, რომლებიც არ ახორციელებენ წინა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების ვადებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. 2013 წელს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მიზნით დაწესებულებები ამ წესის 41 მუხლით განსაზღვრულ კომისიას ქმნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის თანამშრომელთაგან, განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებიც უზრუნველყოფენ 2013 წელს  არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მიზნით, ამ წესის 41 მუხლის საფუძველზე, შექმნილი კომისიის საქმიანობაზე მონიტორინგს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე