დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 27/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016176 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილების დანართში /სსმ matsne@justice.gov.ge 8.01.2013. 190020020.35.123.016130/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 1“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 7“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 43082,9 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დადგენილების დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 8“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19322,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23909,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 4587,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
4.
დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 9“. ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
5.
დადგენილების დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 10“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
ა. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (– 5724,2) ათასი ლარის ოდენობით. ბ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (– 6476,2) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 6476,2 ათასი ლარის ოდენობით. გ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (– 752,0) ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 752,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
6.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ა.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური.“ ა.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 16891,2 ათასი ლარი. ა.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი გზების რეაბილიტაცია. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები, ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არსებული მარეგულირებელი საგზაო ნიშნების ექსპლუატაცია. ა.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. ა.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა; რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი; გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებული მაჩვენებელი; მაღალი სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზების მახასიათებლები; მოსახლეობის კმაყოფილების დონე.“ „ბ. გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ბ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 16791,2 ათასი ლარი. ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ქალაქის გზების სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ბ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში – 450,0 ათასი ლარი (მათ შორის: 50,0 ათასი ლარი ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება); გზის საფარის კაპიტალურად შეკეთება – 16341,2 ათასი ლარი. მათ შორის კაპიტალურად შეკეთდება: ჭონქაძის ქუჩის გზის სავალი ნაწილი; სასაფლაოსთან მისასვლელი და შიგა გზები; მარჯანიშვილის ქუჩა; დები იშხნელების ქუჩა; ტ.ტაბიძის ქუჩა; წმ. ლუკას ქუჩა; ნაზარიშვილის ქუჩა; ჩიქოვანის ქუჩა; კაკაბაძის ქუჩა; ლორთქიფანიძის ქუჩა; თაყაიშვილის ქუჩა; კეკელიძის ქუჩა; გაფრინდაშვილის ქუჩა; შარტავას ქუჩა/საავიაციო ქარხნის წინ; ასათიანის ქუჩის №119; ინგოროყვას ქუჩა; განათლების ქუჩა მე–5 შესახვევით; ტყიბულის ქუჩა; ბაზაძის ქუჩა; წერეთლის ქუჩის მე–2 მონაკვეთი; დეპოს ქუჩა; ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პანსიონატთან მისასვლელი გზა; რუას ქუჩა; ასლანიკაშვილის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა; ჩანჩიბაძის ქუჩა; ანტონ კათალიკოსის ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; ვაჟა–ფშაველას ქუჩის მე–6 შესახვევი; სარაჯიშვილის ქუჩა სტურუას ქუჩამდე; ნიზამის ქუჩა; აული გულაევ – ნიჟარაძის ქუჩა; სააკაძის ქუჩა; ბელინსკის ქუჩის I და III შესახვევები; თამარ მეფის ქუჩის ბოლო მონაკვეთი; გუმათის დასახლების გზის მონაკვეთი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებით (ცვლილება 2013 წლის 9 აგვისტოს №1039 განკარგულება) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყო 13845,5 ათასი ლარი შემდეგი ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაციისათვის: ქალაქის 6 შიდა საქალაქო გზის საფარის რეაბილიტაცია ( ჭიათურის ქუჩა; გრიგოლ ხანძთელის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევი; ვაჟა-ფშაველას ქუჩის ქვედა მონაკვეთი (გრანიტის ქვები); კაპეტივაძის ქუჩა; სარაჯიშვილის ქუჩა.) - 1620,0 ათასი ლარი; თაბუკაშვილის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია – 1609,5 ათასი ლარი; კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია – 1650,0 ათასი ლარი; კახიანოურის დასახლების შიდა კვარტალური გზების საფარის დაწნეხილი ფილებით მოწყობა – 3200,0 ათასი ლარი; ქალაქის 10 შიდა საქალაქო გზის საფარის რეაბილიტაცია (არაგვისპირელის ქუჩა; ახალგაზრდობის გამზირის მე–5 შესახვევი; ბერი თედორეს ქუჩა; თომაშვილის ქუჩა; იაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი; ერისთავის ქუჩის მე–2 შესახვევი; კლდიაშვილის ქუჩის გაგრძელება; ნაზარიშვილის ქუჩა; რიონჰესის ქუჩა; უზნაძის ქუჩა) – 1962,9 ათასი ლარი; ქალაქის 9 საქალაქო გზის რეაბილიტაცია (ბაგრატის ქუჩა (გრანიტის ქვები); გრიბოედოვის ქუჩა; ვაჟა–ფშაველას ქუჩის მე–6 შესახვევი; თორთლაძის ქუჩა; ირ. აბაშიძის ქუჩის მე-2 ჩიხისა და ბუხაიძის მე-2 მიკრორაიონის შემაერთებელი გზა; ქეთევან წამებულის ქუჩა; შარტავას ქუჩის გაგრძელება; ჭყონდიდელის ქუჩა; ბუხაიძის ქუჩიდან ცხაკაიას სახელობის კლინიკასთან მისასვლელი ახალი გზის სავალი ნაწილი) – 1858,3 ათასი ლარი; ქალაქის 8 შიდა საქალაქო გზის საფარის რეაბილიტაცია (კიკვიძის ქუჩა; დიმიტრი ყიფიანის ქუჩა; კოღუაშვილის ქუჩა; მესხიშვილის ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; ძნელაძის ქუჩა; წყაროს ქუჩა, ბათუმის ქუჩა) – 1944,8 ათასი ლარი.“ ,,დ. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) დ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური. დ.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 13287,1 ათასი ლარი. დ.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარეგანათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის ექსპლუატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და პროფილაქტიკურ – სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. მაწანწალა ცხოველებისა და ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დასაცავად განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. დ.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები; განათებული ქალაქი; მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები. დ.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი ეზოების მდგომარეობა; ქუჩების განათების პროცენტული მაჩვენებელი; ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო გადაადგილება დღე–ღამის ნებისმიერ დროს; საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ქალაქი; ქალაქის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი.“ ,,ვ. საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა–რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ვ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ვ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3574,4 ათასი ლარი. ვ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაიწმინდება კანალიზაციის ამორტიზირებული ქსელი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მონაკვეთის ახალი მილებით შეცვლა. წყალმომარაგების სისტემაში გატარდება ღონისძიებები ხარვეზების აღმოფხვრისათვის; არსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელზე ჩატარდება მცირემასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები. სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გაიწმინდება ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შეკეთდება ნიაღვარმიმღები ჭები, რეაბილიტირებული იქნება ნიაღვარმიმღები ობიექტები და ექსპლუატაცია გაეწევა არსებულ ნიაღვარსადენ ობიექტებს. ვ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ღვარსადენების ქსელის (120 ობიექტი) ექსპლუატაციის ხარჯები – 216,4 ათასი ლარი; ბუნებრივი სასულეების (13 ობიექტი) ექსპლუატაცია – 9,3 ათასი ლარი; კანალიზაციის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის ხარჯები – 668.8 ათასი ლარი, მათ შორის: ბარნოვის ქუჩა, ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ჭიათურის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ბალანჩივაძის ქუჩის მე-2 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ბალანჩივაძის ქუჩის მე-2 შესახვევიდან დეპოს ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; კიკვიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ისიანის ქუჩის დარჩენილი ნაწილის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; კლდიაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; წერეთლის ქუჩის მე-4 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ძნელაძის ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; ირ.აბაშიძის ქუჩის №8 და №17-თან არსებული საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ი.პეტრიწის ქუჩის მე-4 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ლერმონტოვის ქუჩის №2 (№34 ბაგა-ბაღის უკან) საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ყაუხჩიშვილის ქუჩის მე-3 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; მუსხელიშვილის ქუჩის მე-2 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია; ლომთათიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ლორთქიფანიძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სალდაძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რაზმაძის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ერისთავის ქუჩის მე-2 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ასათიანის ქუჩის 1-ლი შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, კლდიაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ოცხელის ქუჩის მე-2 ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ბელინსკის ქუჩის მე-10 შესახვევის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ქეთევან წამებულის ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, თაბუკაშვილის ქუჩის მე-8 და მე-10 შესახვევების საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, ჩანჩიბაძის ქუჩის მე-2 შესახვევის 1-ლი და მე-2 მონაკვეთის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, აღმაშენებლის გამზირის №9, 11, 13-ის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; მე-16 სკოლის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ზოგიერთ ობიექტზე წყალმზომების მრიცხველების მოწყობის ხარჯები 132.3 ათასი ლარი; მათ შორის: ბერი თედორეს ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-4 შესახვევი, იაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ერისთავის ქუჩის მე-2 შესახვევი, კიკვიძის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, ძნელაძის ქუჩა; ღვარსადენის ქსელის მოწყობა - 2547,6 ათასი ლარი, მათ შორის: ყაზბეგის ქუჩის მე-3 და მე-5 ჩიხებს შორის გამავალი ღვარსადენის ქსელის აღდგენა, კიკვიძის ქუჩის ღვარსადენის ქსელის მოწყობა, ხარებავას ქუჩის დასახლებაში ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; სულხან-საბას გამზირზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; შარტავას ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; განათლების ქუჩაზე ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; მე-5 ბაგა-ბაღის ახალი ღვარსადენი ქსელების მოწყობა; წერეთლისა და ფოთის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული სანიაღვრე კვანძის მოწესრიგება; ლომონოსოვის ქუჩის მეორე ჩიხში ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის ნიაღვარსადენის (ხახანაშვილის ქუჩიდან უზნაძის ქუჩამდე) გაწმენდა-აღდგენა; ავტომშენებლის ქუჩის პირველი შესახვევის ახალი ნიაღვარსადენის მოწყობა; ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლის მისასვლელთან (შერვაშიძის ქუჩა), არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა; გუგუნავას ქუჩის დასახლების ღია ნიაღვარსადენი არხების მოწესრიგება; ყოფილი აბრეშუმის კომბინატის ეზოში გამავალი ნიაღვარსადენის ნაწილის გაწმენდა-აღდგენა; ლერმონტოვის ქუჩის №7 სახლთან ტროტუარის გასწვრივ ნიაღვარსადენი არხის მოწყობა; ერევნის ქუჩის მეორე შესახვევის ნაწილის (ტყაბლაძის ქუჩიდან) ნიაღვარსადენი არხის მოწყობა; გაპონოვის ქუჩის პირველ შესახვევში (100 გრძ.მ) ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა; ლესელიძის ქუჩის მეხუთე შესახვევის ნიაღვარსადენის ნაწილი მონაკვეთის აღდგენა-რეკონსტრუქცია; ლესელიძის ქუჩის ღია ნიაღვარსადენის გაწმენდა, აღდგენა-რეკონსტრუქცია №143 სახლიდან №157-მდე, №6 საგზაომდე; დია ჩიანელის ქუჩაზე არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა; გაპონოვის ქუჩის მეოთხე შესახვევში არსებული ნიაღვარსადენის შეცვლა; გუმათჰესის დასახლებაში არსებული ღია არხების გაწმენდა, სამი ახალი ობიექტის მოწყობა; თბილისის ქუჩის მეორე ჩიხში გამავალი ნიაღვარსადენი არხის გაწმენდა- აღდგენა; ახალგაზრდობის გამზირის მერვე შესახვევში არსებული ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა; პეტრიწის ქუჩის ნიაღვარსადენის გაწმენდა-აღდგენა №14-18; მცირე მასშტაბის სამუშაოები (ჩანჩიბაძის, თავისუფლების, კლდიაშვილის, თამარ მეფის ქუჩებისა და შანიძის აღმართის, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო); მარჯანიშვილის ქუჩის ღვარსადენის აღდგენა; ყაზბეგის V ჩიხის №15 სახლის ეზოში მდებარე ღვარსადენის მიმართულების შეცვლა; წერეთლის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე №250 სახლთან ღვარსადენის მოწყობა; ნეკრასოვის ქუჩაზე ახალი სანიაღვრეს მოწყობა; ტყაბლაძის ქუჩაზე არსებული ღია არხის კაპიტალურად გაწმენდა; ყაზბეგის ქუჩის მე-3 ჩიხში ღვარსადენის მოწყობა; გუმათის დასახლებაში ღია ღვარსადენი არხის კაპიტალური გაწმენდა ტერიტორიული ორგანოს შენობის უკან; მოსაშვილის ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; დავით და კონსტანტინეს ქუჩის №48-დან მ. ასლანიკაშვილის ქუჩის №1-მდე ღია არხის დახურვა; ცენტრალურ მოედანზე ,,TBC“ ბანკის მხარეს ღვარსადენის მოწყობა; ყაზბეგის ქუჩაზე №5 და №7 სახლებთან ღვარსადენის მოწყობა; გუგუნავას ქუჩის №12-ში (საქართველოს გაერთიანებულ წყალთან) ღვარსადენის მოწყობა; წერეთლის ქუჩის II ჩიხში არსებული ღია არხის გაწმენდა და გადახურვა; ნიუპორტის ქუჩის პირველ შესახვევში ღვარსადენის მოწყობა; თამარ მეფის ქუჩაზე, უნივერსიტეტის კუთხიდან, შანიძის აღმართზე ღვარსადენის მილების გამოცვლა; დეპოს ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობა; ბალანჩივაძის ქუჩის II შესახვევში ღვარსადენის მოწყობა; მე-4 ბაგა-ბაღთან ღვარსადენის მოწყობა; დ.კაკაბაძის სახლ-მუზეუმთან და ირგვლივ მდებარე ბინებში ღვარსადენის მოწყობა; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №811 განკარგულების საფუძველზე 1492.0 ათასი ლარი, მათ შორის; ქალაქ ქუთაისში 3 ქუჩის (ზ. ცხაკაიას სახელობის კლინიკის წინ, ლესელიძის ქუჩის №145 სახლთან, ცენტრალურ მოედანზე) ღვარსადენის ქსელის მოწყობა – რეაბილიტაცია 299.4 ათასი ლარი, ქალაქ ქუთაისში 4 ქუჩის (მესხიშვილის ქუჩის, ლესელიძის ქუჩის №135 სახლთან, გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხიდან ღვარსადენის დაერთება აღმაშენებლის გამზირზე, შიო არაგვისპირელის ქუჩის ღვარსადენის დაერთება ტყიბულის ქუჩაზე) ღვარსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია-294.7 ათასი ლარი. ქალაქ ქუთაისში 6 ქუჩის (რაზმაძის ქუჩა, სხირტლაძის ქუჩის, კერვალიშვილის ქუჩის №13-თან, ნიკეას ქუჩაზე მე-40 სკოლიდან ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის №7 ბინამდე, ნინოშვილის ქუჩის მე-11 ჩიხის, თამარ მეფის ქუჩაზე ყოფილი პროკურატურის შენობის გვერდით მიმდებარე ბინასთან) ღვარსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია – 299.5 ათასი ლარი. ქალაქ ქუთაისში 7 ქუჩის (ფიროსმანის ქუჩის, იაშვილის ქუჩის, ახალგაზრდობის გამზირის №1-დან №17-მდე, ნიკეას ქუჩის 1/2.1/3.1/4 ბინების, ბერი თევდორეს ქუჩის მე-2 შესახევის, რუსთაველის გამზირის №6 და №8 სახლების, ლომონოსოვის ქუჩის №7 სახლთან)ღვარსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია-293.8 ათასი ლარი. ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე (სამხედრო დასახლება) ღვარსადენის ქსელის მოწყობა 304.6 ათასი ლარი.” „თ. გარეგანათების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის რეაბილიტაცია – ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) თ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3600,0 ათასი ლარი. თ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: დღე–ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების ექსპლუატაცია, მოეწყობა ახალი სანათი წერტილები, შუქნიშნები. თ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 1598,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება გარეგანათების ქსელის (ექსპლუატაცია გაეწევა 13632 სანათ წერტილს ქალაქის 789 ობიექტზე, ქუჩებზე, ჩიხებში, შესახვევებში, სახლებთან მისასვლელ გზებზე), შუქნიშნებისა და დამონტაჟებული ვიდეოკონტროლის აპარატების მოვლა-პატრონობა (ექსპლუატაცია); 1700,0 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსდება ელექტრო ენერგიის ღირებულების ხარჯები; 302,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება კაპიტალური სამუშაოები, კერძოდ: მოეწყობა ახალი სანათი წერტილები, შუქნიშნები და ვიდეოკონტროლის აპარატები.“ „ი. ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ი.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური; ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური. ი.ბ. პროგრამის ბიუჯეტი: 2783,4 ათასი ლარი. ი.გ. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა–შენახვა და ექსპლუატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. ი.დ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობისათვის სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ი.ე. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული ობიექტები; ქალაქის გაუმჯობესებული იერსახე; მოსახლეობის კმაყოფილების დონე.“ „ლ. ქალაქის გამწვანების, მოვლა–პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 02) ლ.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური. ლ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1025,5 ათასი ლარი. ლ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯოებესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა–პატრონობა, ხე–მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე–მცენარეების შეწამვლა, გასხვლა. სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა. ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, ასევე მაღალი ტანის ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა. ლ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა-პატრონობის ხარჯები, ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენის ხარჯები - 224,0 ათასი ლარი. კაპიტალური სამუშაოები: კერძოდ, ნინოშვილის ბაღის კეთილმოწყობა 600,0 ათასი; ხარაზოვის ბაღის კეთილმოწყობა - 128,5 ათასი ლარი; ხეების გადაბელვის ხარჯები - 73,0 ათასი ლარი.“ |
7.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ქალაქგარეთ მოქალაქეთა გადაყვანის უზრუნველყოფის სატრანსპორტო ხარჯები (პროგრამული კოდი 01 10) ა.ა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური ა.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 10,0 ათასი ლარი ა.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: გაუთვალისწინებელ ღონისძიებებზე ქალაქგარეთ მოქალაქეთა გადაყვანის უზრუნველყოფა. ა.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ გაუთვალისწინებელ ღონისძიებებზე ქალაქგარეთ გადაყვანის უზრუნველყოფა 10,0 ათასი ლარი.“ „ბ. შპს „ქუთსპეცავტო“ (პროგრამული კოდი 01 11) ბ.ა. ქვეპროგრამის განმხორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური ბ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20,0 ათასი ლარი ბ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპეც. ტექნიკისა და სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, აგრეთვე სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის შესაბამისი ანაზღაურების მიღების მიზნით. აღნიშნული მომსახურების გაწევა უზრუნველყოფს ქალაქის თვითმმართველობისა და მოქალაქეთა წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას. ბ.დ. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: 20,0 ათასი ლარი - მომსახურე პერსონალისათვის ხელფასის ანაზღაურება.“ |
8.
დანართის 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 25“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 27 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები