„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016562
286
29/08/2013
ვებგვერდი, 30/08/2013
200090000.22.033.016562
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №286

2013 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 64-ე მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს, რომელსაც სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უუქმდება მინიჭებული სტატუსი, თუ სტატუსის მინიჭებიდან ნებისმიერი მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი  ოპერაციების  მიხედვით  მის  მიერ  დეკლარირებული  ან/და  ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარზე ნაკლებია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი