დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 27/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.132.016180 |
|
„თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №37 დადგენილებაში (სსმ V, №65, 17.12.2010, მუხ.1952) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ლ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ1) კერძო და იურიდიული პირების მიერ რეკლამების (გარე რეკლამის გარდა), აბრებისა და კონდიციონერების (კონდიციონერების ფასადზე განთავსების გარდა) განთავსების შეთანხმება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა 1. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მომზადებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ქალაქთმშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას იხილავს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი. 2. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად აწვდის ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს შესაბამისი აქტის გამოცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღისა. 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავში-რებით ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის, რაც ნიშნავს, რომ: ა) თუკი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების (ცვლილების) ან დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების (ცვლილების) ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის შეთანხმების გრაფაში ხელმოწერით, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვალდებულია ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შესათანხმებლად წარუდგინოს ქ. ბათუმის მერს, ხოლო შემდგომ საბოლოო ხელმოწერისთვის ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) თუკი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების (ცვლილების) ან დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების (ცვლილების) ან შეთანხმებაზე უარის თქმის თაობაზე, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან მასზე უარის თქმის თაობაზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი არ იქნა მოწონებული ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვალდებულია მიღებული შენიშვნების შესაბამისად მოამზადოს შესაბამისი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და განმეორებით წარუდგინოს ქ. ბათუმის მთავარ არქიტექტორს შესათანხმებლად და შემდგომ იმოქმედოს ამავე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ამოღებული იქნას; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) ხელს აწერს ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს და უგზავნის დაინტერებულ პირებს ერთიანი საქმისწარმოების წესით.“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლს დაემატოს ,,ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ1) სამსახურის უფროსის დავალებით ამოწმებს წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტის შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები