დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.016641 |
|
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, 163, 14/12/2010; სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016036) დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და:
ა) 030108 ქვედარგის/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 030109 ქვედარგი/სპეციალიზაცია: „030109 სპეციალური განათლება“; ბ) 050421 ქვედარგის/სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 050422 ქვედარგი/სპეციალიზაცია: „050422 საკვები პროდუქტების მეცნიერება“; გ) 1001 დარგი/სპეციალობა ამოღებულ იქნეს; დ) 1114 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1115, 1116, 1117 და 1118 დარგები/სპეციალობები: „1115 არქეოლოგია 1116 პალეობიოლოგია/პალეოანთროპოლოგია 1117 სტატისტიკა 1118 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერება, ქვედარგის/ სპეციალიზაციის დაკონკრეტებით“; ე) 1118 დარგის/სპეციალობის გასწვრივ შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის ჩამონათვალში დაემატოს შემდეგი შინაარსის 111801, 111802, 111803, 111804, 111805, 111806, 111807, 111808, 111809 ქვედარგები/ სპეციალიზაციები: „111801 საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება) 111802 ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა 111803 ხატწერა 111804 დაზგური ხატწერის რესტავრაცია 111805 მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია 111806 საეკლესიო მუსიკა 111807 საეკლესიო მუსიკათმცოდნეობა 111808 ქრისტიანული ფსიქოლოგია 111809 ქრისტიანული ფილოსოფია“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები