,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 167/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016034
167/ძ
20/08/2013
ვებგვერდი, 30/08/2013
040030000.33.062.016034
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №167/ძ

2013 წლის 20 აგვისტო

ქ.თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

       ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის,  „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-15 მუხლების, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის№6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ და ,,ო“  ქვეპუნქტების, შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 16.11.2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062. 016016)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1.დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის,   საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების,  „პროფესიული თეატრების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;“.

3. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა

1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და  ამ დებულების შესაბამისად.

    2. თეატრი შედგება:

ა)  თეატრის დასისგან;

    ბ)  სამხატვრო ხელმძღვანელისგან;

   გ)  თეატრის დირექტორისგან;

  დ) დამდგმელი რეჟისორისგან;

   ე)  მთავარი რეჟისორისგან;

  ვ) მთავარი მხატვრისგან;

   ზ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან. 

3. სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო - თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობას, შემადგენლობასა და მოქმედების ვადას ამტკიცებს სამხატვრო ხელმძღვანელი.

4. სამხატვრო ხელმძღვანელი არის უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების  მქონე პირი.

სამხატვრო ხელმძღვანელი:

   ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;

   ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;

გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;

ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;

ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;

    თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს;

ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ მხატვარს;

კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან);

მ) სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი 4 წლის ვადით. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი უფლებამოსილია:

მ.ა) მოსთხოვოს სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურის წარდგენა;

    მ.ბ)  სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს  საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად;

    ნ)  სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი:

ნ.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;

    ნ.ბ)  სამხატვრო საბჭოს  დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;                       

ნ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და  სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.

     5. თეატრისდირექტორი:

     ა)  წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;

ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

6. თეატრის დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

7. დამდგმელი რეჟისორი დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს.

8. მთავარი რეჟისორი სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას.

9. მთავარი მხატვარი ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას.“.

მუხლი 2. თეატრის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ 2014 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.

     მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

       

მინისტრი                                                                                    ალექსანდრე აპლაკოვი