დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/20 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016169 |
|
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის, მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 აგვისტოს №1039 განკარგულების „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1099 განკარგულების „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №27/35 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016148). კერძოდ: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის შემოსავლები 23448,2 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის გრანტები 13884,7 ათ. ლარის ოდენობით.
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯები 13230,6 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11903,4 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის არაფინანსური აქტივების ზრდა 13463,4 ათ. ლარის ოდენობით.
|
ბ)
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1560,0 ათ. ლარის ოდენობით.
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1685,8 ათ. ლარის ოდენობით. |
9.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1.განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -204.2 ათ. ლარის ოდენობით. 2.მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ჭანტურიას ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „ბარათაშვილის ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „თავდადებულის ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „ექსკავატორ-მტვირთავის შეძენა“ (2008 წ.), „საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა“ (2008 წ.), „საკანალიზაციო სატუმბი სადგურებისა და ქსელგამოცვლილი ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011 წ.) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2013 წელს სავარაუდოდ შეადგენს 204.2 ათ. ლარს. |
10.
დაემატოს მე-121 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 121. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის სასამართლო გადაწყვეტილებების ფინანსური უზრუნველყოფა 5.8 ათ. ლარის ოდენობით. |
11.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 13. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1. ქალაქის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათ. ლარის ოდენობით. 2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ბრძანების პროექტი საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან შეთანხმებით წარედგინება თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერს. |
12.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), სხვადასხვა ქუჩების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, სახურავების კაპ.შეკეთებას და მიმდინარე რემონტს, ფასადების შეფუთვისა და მანსარდების მოწყობის სამუშაოებს, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელის და სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენას და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე არხების და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობას, გადატანას, აღმართვას, გამწვანების სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა–პროექტირებას, ეკონომიკურ საქმიანობას (მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება) და სხვა. |
13.
მე-17 მუხლის 2.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალისა და ძუკუ ლოლუას სახელობის ცენტრალური პარკების მოვლა-პატრონობა, საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობა, გადატანა, აღმართვა და სხვა ღონისძიებები. |
14.
მე-17 მუხლის 2.3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2013 წელს განხორციელდება საახალწლო ქალაქგაფორმებისათვის ინვენტარისა და სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებისა და რადიო–საათის მოვლა–პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძ. ლოლუას სახელობისა და ცენტრალური პარკების მოვლა–პატრონობა, საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობა, გადატანა, აღმართვა და სხვა. |
15.
მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) აღნიშნული წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ვინაიდან სახელმწიფოს განვითარება კულტურული, რელიგიური და ახალგაზრდული სულისკვეთებისა და სპორტული მიღწევების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერა (კომუნალური დანახარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება), ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. |
16.
მე-17 მუხლის 4.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) მოსახლეობის სპორტული მიმართულებით გააქტიურებისათვის საჭიროა პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს სხვადასხვა ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ასევე ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.
|
17.
მე-17 მუხლს დაემატოს 4.1.5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.1.5 ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 05) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6 ათას ადამიანზე. პირველ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობა შესრულდება 2 ათას მაყურებელზე. გარდა ამისა იგეგმება არსებული ტრიბუნებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილის დემონტაჟი, დასავლეთი ტრიბუნის მოწყობა სრული ინფასტრუქტურით, პრეს–ლოჟების, გარე განათების სისტემების და ტაბლოს მოწყობა.
|
18.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის #27/35 დადგენილების (ვებგვერდი, 04/01/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016148) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი.
|
2.
თვითმმართველი ქალაქ ფოთი მერის ბრძანებების თანახმად:
ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანების #362 „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის #27/35 დადგენილებაში თანხის ასახვაზე“ შესაბამისად: 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები (შემოსავლები, გრანტები) გაიზარდა 1020,8 ათ. ლარით და განისაზღვრა 18464,4 ათ. ლარით (შესაბამისად შემოსავლები -16904,4 ათ. ლარით, ხოლო გრანტები - 7340,9 ათ. ლარით). 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები (არაფინანსური აქტივების ზრდა) გაიზარდა 1020,8 ათ. ლარით და განისაზღვრა 20354,4 ათ. ლარით (შესაბამისად „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 7059,6 ათ. ლარით). 3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის „2.2.5 სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05)“ გაიზარდა 1020,8 ათ. ლარით და განისაზღვრა 1860,4 ათ. ლარით. ბ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანების #392 „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის #27/35 დადგენილებაში თანხის გადანაწილებაზე“ შესაბამისად: 1. შემცირდა “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის“ ხარჯები (შემცირდა „შრომის ანაზღაურება“ 10,0 ათ. ლარით, „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ 10,0 ათ. ლარით, გაიზარდა „ოფისის ხარჯები“ 3,9 ათ. ლარით) 16,1 ათ. ლარით და განისაზღვრა 2659,7ათ. ლარით. 2. გაიზარდა “თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის“ „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 16,1 ათ. ლარით და განისაზღვრა 60,4 ათ. ლარით. 3. შემცირდა “წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა“ „ვალდებულებების კლება“ 0,8 ათ. ლარით და გაიზარდა „სხვა ხარჯები“ 0,8 ათ. ლარით. გ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2013 წლის 16 ივლისის ბრძანების #395 „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის #27/35 დადგენილებაში თანხის ასახვაზე“ შესაბამისად: 1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები (შემოსავლები, გრანტები) გაიზარდა 2511,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 20975,9 ათ. ლარით (შესაბამისად შემოსავლები -19415,9 ათ. ლარით, ხოლო გრანტები - 9852,4 ათ. ლარით). 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები (არაფინანსური აქტივების ზრდა) გაიზარდა 2511,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 22865,9 ათ. ლარით (შესაბამისად „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 9587.2 ათ. ლარით). 3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2013 წლის ბიუჯეტის „2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01)“ გაიზარდა 2511,5 ათ. ლარით და განისაზღვრა 3045.4 ათ. ლარით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 26 აგვისტოდან, ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები