დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016126 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებაში (სსმ ,სარეგისტრაციო კოდი №190020020.35.159.016107,31.12.2012.) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დამტკიცებული ბიუჯეტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:“
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16209.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 12110.4 ათასი ლარის ოდენობით
|
6.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8873.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9387,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9546,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
9.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩის მე-12 შესახვევის პირველი ჩიხის, სულხან საბას ქუჩის ჩიხის, ქიქოძის ქუჩის ჩიხის, რუსთაველის ქ.№39, №3. №5, №7, №9, №11 კორპუსების, 26 მაისის ქუჩის #56 კორპუსის, 26 მაისის ქუჩის #32 „ა“ და „ბ“ კორპუსების ეზოების, ახუნდოვის ქუჩის, ნარიმანოვის ქუჩის, გასანოვის ქუჩის, ჯავახიშვილის ქუჩის, აზი ასლანოვის ქუჩის, გუდიაშვილის ქუჩის, გოგებაშვილის ქუჩის, ნიზამის ქუჩის, გურბანოვის ქუჩის, იაღლუჯის ქუჩის, სოფელ შაუმიანში მისასვლელი, სოფელ თამარისში მისასვლელი და შიდა გზის რეაბილიტაცია, მარნეულის წისქვილკომბინატამდე მისასვლელი გზის და სოფელ საიმერლოში აღმაშენებლის არხზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1105 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ტრანსფერი განისაზღვრა 3697,04 ათასი ლარის ოდენობით, მ.შ. გზების რეაბილიტაციას მოხმარდება 1750,7 ათასი ლარი, აქედან 353,1 ათასი ლარი მოხმარდება სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციას, ხოლო 1397,6 ათასი ლარით დაგეგმილია სოფელ ყულართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.“ |
10.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“–ს სუბსიდირება, აგრეთვე სოფელ თაქალოში, კასუმლოში, დამია გეურარხში, ალგეთში, შაუმიანში, წერეთელში, თამარისში, ალავარში, დაშტაფაში და სადახლოში სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1105 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ტრანსფერი განისაზღვრა 3697,04 ათასი ლარის ოდენობით, მ.შ. სასმელი წყლის რეაბილიტაციას მოხმარდება 1946,34 ათასი ლარი, აქედან 1337,35 ათასი ლარით დაგეგმილია სოფელ სადახლოსა და დამია–გეურარხში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, 291,96 ათასი ლარით სოფელ წერეთელში სასმელი წყლის არსებული ამორტიზებული მილსადენის რეაბილიტაცია, 108,7 ათასი ლარით სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი 208,33 ათასი ლარი მოხმარდება თამარისის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციას.“ |
11.
დამტკიცებულ ბიუჯეტის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის #466 განკარგულებით გამოყოფილი თანხის 2062,9 ათასი ლარის წარმართვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #25 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე–2 და მე–5 მუხლების შესაბამისად, #40 დანართში მითითებული მიზნობრიობის დაცვით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს #1063 განკარგულების საფუძველზე მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ: სოფლებში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია 389,5 ათასი ლარი, ხიდების სარეაბილიტაციოდ 65,8 ათასი ლარი, ხოლო 22,0 ათასი ლარი გამოყოფილია ტრანსპორტის მოსაცდელების მოსაწყობად. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილია 697,8 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გათვალისწინებულია 132,5 ათასი ლარი სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ, 13,3 ათასი ლარი გამოყოფილია სოფლის საძოვრების ეკალ–ბარდისაგან გასათავისუფლებლად, ხოლო წყალდიდობისაგან მოსახლეობის დასაცავად მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის მიზნით დაგეგმილია 30,3 ათასი ლარის გახარჯვა. სადახლო–ცოფი–ახკერპის გზის გასწვრივ სანიაღვრე არხის მოსაწყობად გამოყოფილია 65,3 ათასი ლარი. სოფლებში გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცისათვის იგეგმება 123,5 ათასი ლარის გახარჯვა. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოფელ ცოფში იგეგმება ნაგვის ბუნკერების შეძენა, რაზედაც გამოყოფილია 4,0 ათასი ლარი. სოფლების კეთილმოწყობის მიზნით, მოსახლეობისათვის დასასვენებელი ადგილების შესაქმნელად სკვერებისა და პარკების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 50,1 ათასი ლარი. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციოდ და სოფელ ხიხანში ბაღისათვის შენობის შესაძენად გამოყოფილია 69,4 ათასი ლარი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად სოფლებში სპორტული ობიექტების მშენებლობა–რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 140,6 ათასი ლარის გახარჯვა. სოფელ სადახლოში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად დაგეგმილია 5,0 ათასი ლარი. სოფელ თაზაკენტში მეჩეთის ეზოში შენობა მანსარდის ასაგებად გამოყოფილია 6,0 ათასი ლარი. მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად სასაფლაოების შემოღობვის მიზნით გათვალისწინებულია 89,8 ათასი ლარი, სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო ჭურჭლის, ინვენტარის და ასაწყობი რკინის კონსტრუქციების შესაძენად გამოყოფილია 126,7 ათასი ლარი, სარიტუალო სახლების მშენებლობა–რეაბილიტაციაზე დაგეგმილია 25,3 ათასი ლარის გახარჯვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობის მიზნით სოფელ საიმერლოში ამბულატორიისათვის ოთახის სარემონტოდ გამოყოფილია 6,0 ათასი ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსების სახით გათვალისწინებულია 200,0 ათასი ლარის გახარჯვა, საიდანაც წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია 100,0 ათასი ლარი, ხიდების სარეაბილიტაციოდ 10,0 ათასი ლარი, სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ 10,0 ათასი ლარი, ხოლო წყალდიდობისაგან მოსახლეობის დასაცავად მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის მიზნით დაგეგმილია 80,0 ათასი ლარის გახარჯვა.“ |
12.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-16 მუხლია მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 10 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ.მარნეულში №1, №3 და №4 და სოფელ თამარისის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. მოხდება ააიპ ''სკოლამდელი აღზრდის ცენტრის', დაბა შაუმიანის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის (რომლის აღსაზრდელები არიან იძულებით გადაადგილებული პირები), სოფელ შულავერში ახლად გახსნილი ბაღის, აგრეთვე გადასახადისაგან განთავისუფლებული სხვა (სოციალურად დაუცველი) აღსაზრდელების სუბსიდირება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერის ფორმით 25 ლარის ოდენობით დაფინანსება. 2013 წლის 1 მაისიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერის ფორმით დაფინანსება განისაზღვრება 30 ლარის ოდენობით. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომლის მიხედვითაც 2013 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალულია თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო–აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შემოსავლების წლის ბოლომდე დანაკლისის დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს #1099 განკარგულების „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საფუძველზე გამოყოფილი იქნა 102,5 ათასი ლარი.“ |
13.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–16 მუხლია მე–4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) საფეხბურთო კლუბი ,,ალგეთი“–ს დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) 2013 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ალგეთი“-ს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საწევრო გადასახადი, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადმოსვლის შემდეგ მოხდება კლუბის სრული დაფინანსება.“ |
14.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
15.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს #1063 განკარგულებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის #466 განკარგულებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ცვლილება შევიდეს ბიუჯეტის #1 დანართში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის #466 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები