დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.36.101.016183 |
|
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
|
1.
.„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი3“ ქვეპუნქტი:
„ი3) ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება.“ |
ბ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 163 მუხლი:
„მუხლი 163 ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) „ცხელი ხაზის” ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) „ცხელი ხაზით” შემოსულ ინფორმაციაზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირება; გ) საკრებულოს კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება; დ) საკრებულოს პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და მისი სისტემური სრულყოფა; ვ) საკრებულოს კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სფეროში რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება”. |
2.
გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები