,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის N6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13-41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 26/08/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.36.101.016182
13-41
26/08/2013
ვებგვერდი, 02/09/2013
010250050.36.101.016182
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის N6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 
ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №13-41

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №6–27  გადაწყვეტილებით (სსმ, ვებგვერდი, 110530031, 03/06/2011; სარეგისტრაციო კოდი 010250050.36.101.016046) დამტკიცებულ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების  წესში შევიდეს ცვლილება და მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება შემდეგი პირების ინიციატივის შემთხვევაში:

ა)    საქართველოს პრეზიდენტის;

ბ)   ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის;

გ)   ქ. თბილისის საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის;

დ)  ქ. თბილისის მერის.".

მუხლი 2
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი