დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13-39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.36.101.016180 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70; სარეგისტრაციო კოდი: 330.060.000.36.101.016.013) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში შევიდეს ცვლილება: |
1.
პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა საქმიანობა ქ. თბილისის ბიუჯეტიდან არ ანაზღაურდება, არ წახალისდება“. |
2.
მეორე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს1“ ქვეპუნქტი:
,,ს1) ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება საჭიროებს წინასწარ და სამუშაოების დასრულების შემდგომ საექსპერტო დასკვნებს, რომლის ღირებულებაში ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი განისაზღვროს ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 25 %, ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 20 %, ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 30 % და ,,კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 20%;". |
3.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ამ პუნქტის „ა“-„ს1“ ქვეპუნქტების და 21 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ქ. თბილისის მერია. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე“. |
| მუხლი 2 |
|
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები