„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016096
18
26/08/2013
ვებგვერდი, 02/09/2013
010250020.35.106.016096
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 
      ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 მაისის N11 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 06/06/2013 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-12 მუხლის  მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან  შეთანხმებით.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-21 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-21 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და კომისიასთან შეთანხმებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-24 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დამნიშვნელ პირს წარუდგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.“

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ქარდავა