„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.165.016100
27
26/08/2013
ვებგვერდი, 29/08/2013
270070000.35.165.016100
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

                            საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 თანახმად ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლისა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ' საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში. დადგენილების  დანართი  №1 და №2  ჩამოყალიბდეს  №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი



დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე     პროგრამის     სახელწოდებაა   ,,საგარეჯოს     მუნიციპალიტეტის     მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა.”

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

 

პროგრამის   განხორციელების   ვადა  განისაზღვრება   2013  წლის   1  იანვრიდან   2013  წლის   31  დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 482620 (ოთხას ოთხმოცდაორი ათას ექვსას ოცი) ლარს.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

 

1. ეკონომიურად  და სოციალურად გაჭირვებული  ოჯახები, რომლებიც  არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 100000-მდე;

2. ეკონომიურად  და სოციალურად  დაუცველ  მოქალაქეთა  სტაციონარული   მკურნალობის,  ოპერაციისა  და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობის ხარჯებისა);

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;

4. უდედმამო ბავშვები;

5. უპატრონო მიცვალებულები;

6. დიდი სამამულო ომის ვეტერანები;

7. აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება.

    8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის დაბადების დღის საჩუქარი.


მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა
1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (ერთჯერადად);

2. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული  მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული        გამოკვლევების     დაფინანსება    (2013   წლის  1  ივნისიდან,   გარდა   მშობიარობისა) ღირებულების 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

3. შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე ბავშვები  (18 წლამდე) – 100 ლარი სააღდგომო  კალათი – 50 ლარი, საახალწლო კალათი – 50 ლარი;

4. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად;

5. უპატრონო მიცვალებულები– 300 ლარი;

6. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის– 100 ლარი;

100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი;

7. უფასო  კვების  ობიექტები–  152820 (ას  ორმოცდათორმეტი ათას რვაას ოცი)  ლარი (დაფინანსება  მოხდება  საგარეჯოს მუნციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

8. განსაკუთრებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების დასკვნის გათვალისწინებით შესაძლებელია დაფინანსების ზღვრული ოდენობის დადგენა.

    9.  100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის დაბადების დღის საჩუქარი 150 (ასორმოცდაათი) ლარი.


მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი
1.  პროგრამის   განხორციელებაზე   პასუხისმგებელი   ორგანოა   საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის   გამგებლის ბრძანებით   დამტკიცებული   სამუშაო   ჯგუფი,   რომლის   გადაწყვეტილება   მტკიცდება  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

2. სოციალური  დახმარების  გასაცემად  საჭირო  თანხა  გამოიყოფა  მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.

3. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის   სოციალურ  საკითხთა  სამსახური,  ხოლო  წარმოდგენილი  საბუთების  სისწორეს  აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.

4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური  დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.

5. სტაციონარული  მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების),  მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის  შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანებით    დამტკიცებული     სამუშაო      ჯგუფი. დახმარება   გაიცემა  მუნიციპალიტეტის   გამგეობის                       მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.

6. არასრულწოვანი  პირის  შემთხვევაში  თანხა  ჩაირიცხება  ოჯახის  ერთ-ერთ  სრულწლოვან  წევრზე  ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.

7. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.


მუხლი 8. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:

1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;

2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


მუხლი 9. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის   ბენეფიციარები   პროგრამით   გათვალისწინებული    ღონისძიებების   შესახებ   ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;

     2. მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.


მუხლი 10. პროგრამის შეფასება
განხორციელებული   სოციალური   პროგრამის   ეფექტურობის   დადგენის   მიზნით  2013  წლის   დეკემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას.

შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

1.  სოციალური   დახმარების   სხვადასხვა   ფორმით   მოცული   მოსახლეობის   რაოდენობა   განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;

2. სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

3. დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.



დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი

#

პროგრამის დასახელება

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა

სოციალური დახმარების მოცულობა

ერთ პირზე, ოჯახზე

სულ

1

2

3

4

5

1

ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები

 

100

121400

2

სოციალურად დაუცველ მოალაქეთა სტაციონალური მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%–ით

 

500

180000

3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)

38

საახალწლოდ 50

 

სააღდგომოდ 50

 

სულ 100

სულ 3800

4

უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ასაკის)

4

50

1200

5

ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება

33

100

3300

 

ბ) სამამულო ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები

 

გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის დახმარება 250

4 700

6

ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა.შ.) შედეგად  დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი

1

150

1800

7

უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

 

300

1200

8

ხანდაზმულთა ოფისის დაფინანსება

 

 

10000

9

აიპ "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის" უფასო სასადილოს დაფინანსება

 

 

152 820

10

ასწელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის დაბადების დღის საჩუქარი

6

150

900