დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.138.016103 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილებაში (სსმ V, №26, 17.09.2010 წ., მუხ.701, 010260020.35.138.000696) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ-სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების, მიწათმოწყობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვასა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას.“ |
2.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. სამსახური შედგება ა) სამსახურის უფროსი; ბ) შესყიდვების განყოფილების უფროსი; გ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; დ) წამვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; ე) მთავარი სპეციალისტი არქმშენინსპექციის საკითხებში; ვ) წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში; ზ) წამყვანი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში; თ) წამყვანი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში; ი) უფროსი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების საკითხებში; ზ) უფროსი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში.“ |
3.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
,,მუხლი 51. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საკითხებში
ა) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ცვლილებების) პროექტების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და მომზადებას; ბ) დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებას და განხორციელების ხელშეწყობას; გ) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვების სხვა საშუალებების ორგანიზებას; დ) შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის მომზადებას; ე) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლს; ვ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას; ზ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ერთიანი ელექრონული საინფორმაციო ბაზის წარმოებას; თ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) მუნიციპალური შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელწყობას; კ) მოქმედი კანონმდებლობით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები