თელავის საპატიო მოქალაქის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

თელავის საპატიო მოქალაქის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016141
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
42
26/08/2013
ვებგვერდი, 02/09/2013
010250020.35.163.016141
თელავის საპატიო მოქალაქის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/09/2013 - 29/11/2024)

 

                 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. თელავი

 

თელავის საპატიო მოქალაქის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე



დანართი 
თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების

წ ე ს ი


მუხლი I. ზოგადი დებულებები

1. ამ წესით განისაზღვრება თელავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.

2. თელავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ამ წესის შესაბამისად.

3. თელავის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

მუხლი II. თელავის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები

1. თელავის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;

ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

გ) საქართველოს პარლამენტის წევრს;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ე) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ვ) საკრებულოს ფრაქციის;

ზ) საინიციატივო ჯგუფს, თელავის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

 ა) კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების შესახებ;

ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;

გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კანდიდატის 2(ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4 .

მუხლი III. თელავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა

1. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისია.

2. კომისია გადაწყვეტილება იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით და დასკვნა შეაქვს ბიუროს სხდომაზე.

3.კომისიის დასკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და დადებითი შეფასების შემთხვევაში გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

4.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას და წარდგენილ კანდიდატისათვის საპატიო მოქალაქის მინიჭების საკითხს წყვეტს სხდომაზე დამსწრე დეპუტატების ხმათა უმრავლესობით.

5. თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება წელიწადში ერთხელ ტრადიციულ დღესასწაულ „ერეკლეობაზე". განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

6.თელავის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს თელავის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში.

მუხლი IV. თელავის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები

1. პირს შეიძლება ჩამოერთვას თელავის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;

2.  საკუთარი სურვილით.