დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016138 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
მუხლი 1.
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 13396,7 ათ. ლარით. 2. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს 12875,9 ათ. ლარით. 3. დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „2.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2.1 „შემოსავლები“ განისაზღვროს 12675,9 ათ.ლარით კერძოდ: 2.1.2. შემოსავლები „გრანტები“-დან განისაზღვროს 10187,4 ათ.ლარით; 2.1.3. შემოსავლები „სხვა შემოსავლები“-დან 1068,5 ათ.ლარით; 4. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 13396,7 ათ. ლარით
5. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.1. „მუნიციპალიტეტის საკრებულო“ – ს ხარჯი განისაზღვროს 541,7 ათ.ლარით; 6. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.2. „ მუნიციპალიტეტის გამგეობა“ – ს ხარჯი განისაზღვროს 1983,9 ათ.ლარით; 7. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.5. „ წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა“ – ს ხარჯი განისაზღვროს 276,1 ათ.ლარით; 8. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.10. „სოფლად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ – ს ხარჯი განისაზღვროს 1451,1 ათ.ლარით; 9. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.13. „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 98,3 ათ.ლარით; 10. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.16. „ ბაგა-ბაღების გაერთიანება“ – ს ხარჯი განისაზღვროს 882,0 ათ.ლარით; 11. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.17. „ ააიპ #1 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 60,6 ათ.ლარით; 12. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.18. „ ააიპ #3 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 53,2 ათ.ლარით; 13. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.19“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.19. „ ააიპ #5 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 53,9 ათ.ლარით; 14. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.20. „ ააიპ #8 ბ/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 50,8 ათ.ლარით; 15. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.21“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.21. „ ააიპ #5 ს/ბაღი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 43,1 ათ.ლარით; 16. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.33“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.33. „ კულტურის სახლები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 229,0 ათ.ლარით; 17. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.36“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.36. „ ძეგლთა დაცვის ღონისძიებები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 14,2 ათ.ლარით; 18. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.38“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.38. „ეკლესიების შეკეთების და სასაფლაოების მოვლა-პატონობის ღონისძიებები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 12,0 ათ.ლარით; 19. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.39“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.39. „ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება“ – ს ხარჯი განისაზღვროს 39,8 ათ.ლარით; 20. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.44“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.44. „სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება“ – ს ხარჯი განისაზღვროს 124,0 ათ.ლარით; 21. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „3.54“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.54. ააიპ „ ღვინის პარკი“ – ს ხარჯი განისაზღვროს 100,0 ათ.ლარით; 22. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N 38 დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ა) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები განისაზღვროს დანართი N1 შესაბამისად; ბ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად; გ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს განისაზღვროს დანართი N3 შესაბამისად; დ) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით განისაზღვროს დანართი N4 შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
|
დანართი N2
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
|
|
დანართი N3
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დანართი N4
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები