დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016160 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის 'კ' ქვეპუნქტის, 'საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის' 69-ე და 80-ე მუხლებისა და 'ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილებაში (სსიპ 'საქართველოს საკანონმდებლო მაცნე' www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016133 თარიღი 25/12/2012შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 388.0 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 156.0 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილების მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 932.0 ათასი ლარის ოდენობით:
6. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 728.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
7. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7835.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7993.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 158.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
8. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
9 . დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 9466.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 4891.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა და ქ. წყალტუბოში გელათის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ყაზბეგის, ტ. შევჩენკოს და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-2 შესახვევის დაზიანებული გზების სრული რეაბილიტაცია. სოფ. ლეხიდრისთავში მისასვლელი გზის და ქ. წყალტუბოს შანიძისა და ტაბიძის ქუჩებზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. ჟონეთი-მამაწმინდის დამაკავშირებელი (მდინარე რიონზე) დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, ავალიანის, გორგასლის და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია; ხვამლის, ყაზბეგის, ყაზბეგის მე–6 შეს. ქუჩების რეაბილიტაცია; თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია; ლერმონტოვის მე–3 შეს, შანიძის, სარაჯიშვილის, 9 მარტის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია; თბილისის, ბარნოვის, დადიანის, კლდიაშვილის და ტ. ტაბიძის ქუჩების რეაბილიტაცია; 26 მაისის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია; ბესიკის, კოლხეთის, ერისთავის, გურამიშვილის და რუსთაველის პირველი ჩიხის ქუჩების რეაბილიტაცია; სოფელ ჩუნეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. გ. ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია. სორმონი–მოწამეთის გზის 3.3 კმ–იანი მონაკვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 1542.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.2.1. გარე განათება- 300.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. წყალტუბოში ლორთქიფანიძის, ბესიკის, თამარ მეფის, ტაბიძის, ჯავახიშვილის, ნუცუბიძის, რუსთავის, ახალგაზრდობის, ტყაბლაძის, ლერმონტოვის პირველი ჩიხი, შანიძის, სარაჯიშვილის, გვანცელაძის, ტაბიძის პირველი შესახვევი, შვეჩენკოს ქუჩის გაგრძელება, სამაკაშვილის ქუჩის გაგრძელება, ზაალიშვილის, ჯავახიშვილი-ჭონქაძის ქუჩების შემაერთებელი, ჩახრუხაძის, ბარათაშვილის, სოლომონ პირველის, ბაგრატის, შავიანიძის, დედაენის, ნიკოლაძის, რუსთაველის პირველი ჩიხი მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი და დაფინანსდება არსებული ქსელის ექსპლოატაციის ხარჯი და მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულება. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტაბიძის პირველი შესახვევის, ჯავახიშვილის მეორე შესახვევი, ჯავახიშვილი–ჭონქაძის ქუჩების შემაერთებელი გზის მონაკვეთი, ხვამლის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩის გაგრძელება, დედა ენის №24 ბინის წინ, ლორთქიფანიძის №6 ჩიხი, ვაჟა ფშაველას №33 – 38 სახლებთან, 26 მაისის ქუჩის პირველი ჩიხი, ლორთქიფანიძის მე–10 ჩიხი (ძველი მეხუთე), შევჩენკოს ქუჩის №19-25 სახლებთან,შანიძის პირველი ჩიხი, შანიძის მე-3 შესახვევი, ლორთქიფანიძის მე-2 ჩიხი, ლორთქიფანიძის მე-3 შესახვევის გაგრძელება. 2.2.2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები- 544.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის დაცვა მაწანწალა ცხოველებისაგან. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. 2.2.3. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა- 489.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის, ქ. წყალტუბოში 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. 2.2.4. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 208.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ.ხომულში სასმელი წყლის ქსელის ნაწილის რეაბილიტაცია და სოფ. თერნალში დაზიანებული ქსელის შეკეთება. ასევე განხორციელდება სოფ. ოფურჩხეთში ახალი წყალსადენი სისტემისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 1878.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების ექსპლოატაცია, სადღესასწაულოდ ქალაქის გაფორმება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, მწვანე ნარგავების მოვლა, მოსაცდელების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 1080.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2.5 საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება - 10.7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობა. 2.6 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება - 50.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში და თბილისის ქუჩის №5 საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია.“ 10. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. განათლება - 888.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას. 3.1. სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება - 746.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტში არსებულ 10 საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. პროგრამით გათვალისწინებულია ერთ ბავშვზე კვების ნორმა თვეში 24 ლარი. 3.2. სკოლის გარეშე განათლება- 142.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას.“
11. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (პ. კიკალიშვილი). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები