საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 05/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.05.001.003.039
  • Word
5421
26/10/2007
სსმ, 35, 05/11/2007
010.190.030.05.001.003.039
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტი თავისი ბიუჯეტის მეშვეობით, არსებული შესაძლებლობისა და პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ახორციელებს იმ პარლამენტის წევრის საბინაო პირობებით უზრუნველყოფას, რომელსაც არ გააჩნია თბილისში საცხოვრებელი ფართობი. აღნიშნულის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის განცხადების საფუძვლიანობას, განმცხადებლის ქონებრივ დეკლარაციას (ქონებრივ დეკლარაციაში ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ბინის დაფიქსირების შემთხვევაში, მიუხედავად ბინის მდგომარეობისა, ბინის ქირის თანხა არ გაიცემა) და ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება პარლამენტის ბიუროს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. პარლამენტის წევრი ვალდებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს განცხადების საფუძვლიანობის შესწავლისათვის საჭირო ნებისმიერი დოკუმენტაცია. პარლამენტის ბიუროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს წარუდგენს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას ბინის ქირავნობის შესახებ. ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა პარლამენტის წევრს უნაზღაურდება სანოტარო წესით დამოწმებული ბინის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებიდან და ირიცხება ხელშეკრულებაში მითითებული გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2712 მუხლი:

     „მუხლი 2712

იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც ბინის ქირის ასანაზღაურებლად პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა 2007 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე, ბინის ქირავნობისათვის გამოყოფილი თანხა აუნაზღაურდება შესაბამისი განცხადების წარდგენის დღიდან.“.

    მუხლი 2.

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 26 ოქტომბერი.

№5421–IIს