დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/08/2013 - 26/09/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ბეჭდით ამოწმებენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებულ დოკუმენტაციას. |
| მუხლი 3 |
ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშსწორების საბანკო ანგარიშზე ოპერაციათა წარმოებისას, აგრეთვე საბუღალტრო-სააღრიცხვო და საბიუჯეტო ანგარიშგების საფინანსო დოკუმენტაცია მოწმდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის №3 გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ბეჭდით. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭედზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №37 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.000194, თარიღი 12/08/2010). |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია
|
№1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
№2 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა. №3 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური. №4 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. №5 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახური. №6 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახური. №7 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური. №8 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური. №9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური. №10 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. №11 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქ. წყალტუბოში. №12 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ გეგუთში. №13 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გვიშტიბის თემში. №14 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გუმბრის თემში. №15 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დღნორისის თემში. №16 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მაღლაკის თემში. №17 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მექვენის თემში. №18 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მუხიანის თემში. №19 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოფურჩხეთის თემში. №20 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ოფშკვითში. №21 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო პატრიკეთის თემში. №22 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რიონის თემში. №23 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ საყულიაში. №24 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ფარცხანაყანევში. №25 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქვიტირის თემში. №26 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცხუნკურის თემში. №27 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო წყალტუბოს თემში. №28 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. №29 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები