დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.017385 |
|
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/02/2013, 430210000.10.003.017203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების დაფინანსებას, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში „ცოდნის კარის“ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების დაფინანსების წყარო ასევე შეიძლება იყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებები;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჩარიცხულია უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე.“. 3. მე‑5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანდიდატებთან ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა კანდიდატის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით ‑ სრულად ან ნაწილ‑ნაწილ, გარდა ამ მუხლის მე‑5 და მე‑6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე‑4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 და მე‑6 პუნქტები: „5. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ბენეფიციარებიდან „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დასაფინანსებელი კანდიდატების შერჩევა, შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო დაფინანსების გაცემას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 6. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დაფინანსებულ პირზე ვრცელდება ამ მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტის მოთხოვნები.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქეთევან ნატრიაშვილი ‑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;“. 5. მე-7 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შესახებ და შეიმუშავებს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის საფუძველზეც შეირჩევა „ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კანდიდატები;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში პროგრამა „ცოდნის კარისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან ან „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დაფინანების შესახებ;“; გ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იღებს გადაწყვეტილებას „ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის, ასევე „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან დასაფინანსებელი კანდიდატებისათვის დაფინანსების გამოყოფისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ; ე) განსაზღვრავს პრიორიტეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მიმართულებების ნუსხას.“. 6. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 81. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება პროგრამის ფარგლებში 1. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირებიდან „ცოდნის კარის“ პროგრამის, ასევე „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში დასაფინანსებელი კანდიდატების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას, სათანადო დასაბუთებით, იღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია. აღნიშნული პირების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისას სპეციალური საკონკურსო კომისია მხედველობაში იღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული ამ დანართის მე‑7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაფინანსებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმებას; ბ) დაფინანსებული პირების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელებას; გ) ყველა ზომის მიღებას დაფინანსებული პირისათვის გამოსაყოფი დაფინანსების, ამ პირის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადასარიცხად, დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ვადებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები