„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 28/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.05.001.003.035
  • Word
5355
26/09/2007
სსმ, 33, 28/09/2007
340.120.000.05.001.003.035
„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

  

საქართველოს კანონი

„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 04.08.2006, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიოლოგიური მეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების მოწესრიგებული სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვის და პროდუქციის წარმოების მეთოდებს და რომელიც ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულებას, როდესაც შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა;

ბ) „ბიოპროდუქცია“ – პროდუქცია, რომლის წარმოების და შემდგომი გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების სტანდარტის მოთხოვნებს და რომლის ეტიკეტზე არსებობს ამ შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანი და წარწერა. ბიოწარმოების შესაბამის სტანდარტში მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების წესების მიმართ:

ბ.ა) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი (გადაუმუშავებელი) პროდუქცია;

ბ.ბ) სასურსათოდ განკუთვნილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის გადამუშავებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ერთი ან რამდენიმე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტისაგან (ნედლეულისაგან);

ბ.გ) საკვები, კომბინირებული საკვები და ცხოველთა გამოსაკვებად წარმოებული სხვა პროდუქცია, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში;“.

2. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიოპროდუქციის ეტიკეტი დამატებით უნდა შეიცავდეს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს სამარკო ნიშანს და წარწერას „ბიოპროდუქცია“.

3. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს სამარკო ნიშნის და წარწერის „ბიოპროდუქცია“ გამოყენება ამ ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის გარეშე წარმოადგენს ფალსიფიკაციას.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ბიოსერტიფიკატის არმქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ეტიკეტზე ისეთი წარწერის გაკეთება (მათ შორის, სიტყვათა „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ ნებისმიერი კომბინაცია), რომელიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პროდუქცია წარმოებულია ბიოწარმოების სტანდარტების შესაბამისად, წარმოადგენს ფალსიფიკაციას.

5. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს ბიოსერტიფიკატი და რომელიც ახორციელებს თავისი პროდუქციის ექსპორტს, უფლება აქვს შესაბამისი პროდუქციის ეტიკეტზე გააკეთოს ისეთი წარწერა, რომელიც ქვეყანაში, სადაც ხორციელდება ექსპორტი, გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის აღნიშვნისათვის.“.

3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მწარმოებლები, რომელთა მიერ წარმოებული სასურსათო პროდუქციის დასახელება არის „ბიოპროდუქცია“, ვალდებული არიან კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობა.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

     „მუხლი 171. გარდამავალი დებულება

იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც 2007 წლის 1 ოქტომბრამდე აწარმოებდნენ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქციას, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 26 სექტემბერი

№5355_IIს