დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის N384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 704 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016218 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში (სსმ, №47, 28/03/2008 სარეგისტრაციო კოდი – 040.030.000.22.034.011.642) შეტანილ იქნეს ცვლილებები: |
1.
ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართში სიტყვები - „სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (კვებით უზრუნველყოფის) პირობებში“ შეიცვალოს სიტყვებით - „სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების (საქვაბე კვების კმაყოფაზე) პირობებში“. |
2.
ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შენიშვნა: ა) ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მოსამსახურეთა არაყაზარმულ პირობებში საქვაბე კვების კმაყოფაზე გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი; ბ) ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამტკიცებული დამატებითი საველე სანივთე ქონებით უზრუნველყოფა გავრცელდეს დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებზე, რომელებზეც დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი; გ) ამ დანართით განსაზღვრული სანივთე ქონებით მოსამსახურეების ვადაზე ადრე უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები