,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016193
32
23/08/2013
ვებგვერდი, 29/08/2013
010250020.35.162.016193
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

                     ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №32

2013 წლის 23 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,2. გამგეობის ცალკეულ უფლებამოსილებათა თავისებურებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი, შტამპი ან/და ბლანკი, რომელთა აღწერილობას და გამოყენების წესს ამტკიცებს საკრებულო.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,2. გამგებელს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რიცხოვნობა დგინდება გამგეობის საშტატო ნუსხით. გამგებლის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე