დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016097 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/02/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016069) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების:
,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” მუხლში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №–1057 განკარგულებით ,,მესტიის მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №–1057 განკარგულებით გამოყოფილი –– 500.0 ათასი ლარი; (დანართი №-2); |
2.
შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 6527.8 ათასი ლარისა, განისაზღვროს 7027.8 ათასი ლარის ოდენობით (დანართი N–2); |
3.
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) – 9898.0 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად 9398.0 ათასი ლარისა და 500.0 ათასი ლარი აისახოს ( დანართი N–3); |
ა)
,,მესტიის მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია“ (ორგანიზაციული კოდი –03 01 01) სუბსიდიის მუხლში, თბილისი-მესტია-თბილისი მარშუტით ავიარეისების ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად – დაემატოს 500.0 ათასი ლარი, თანხის განკარგვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით. (დანართი N–3); |
4.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი N–1– ით; |
5.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი N–2–ით; |
6.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) წარმოდგენილია დანართი N–3–ით; |
7.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წარმოდგენილია დანართი N– 4–ით. |
მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N-1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი
|
|
დანართი №-2
|
მესტიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
|
დანართი №-3
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელები
|
|
დანართი №-4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დოკუმენტის კომენტარები