დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.10.003.017383 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013, 010240000. 10.003.017238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის“ :
1. მე-2 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;“. 2. დანართი 1.6-ის (დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;“. 3. დანართი 1.6.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 1.6.1 სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა, შშმ პირების დასაქმებისა და სავარძელ-ეტლების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები კომპონენტის ღონისძიებებში შედის: ა) სავარძელ-ეტლების ბენეფიციარზე გაცემა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით; ბ) საჭიროების შემთხვევაში – სავარძელ-ეტლთან ერთად ნაწოლებისგან დამცავი სპეციალური ბალიშის გაცემა; გ) სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა; დ) გაცემული სავარძელ-ეტლების საგარანტიო მომსახურება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში; ე) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული სავარძელ-ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) – მისი უფასო შეცვლა, თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში; ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში დამატებით: ვ.ა) ელექტრო სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა ხორციელდება ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე; ვ.ბ) მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდის და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით; ასევე, სავარძელ-ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება; ვ.გ) ელექტრო სავარძელ-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს; ვ.დ) ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180W; ვ.ე) დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ; ვ.ვ) ელექტრო სავარძელ-ეტლის სახელმძღვანელოს ბენეფიციარისთვის გადაცემა. მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი 1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები), ამასთან ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების შემთხვევაში 16 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები. 2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია; ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია; გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას); დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი; ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება; ვ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრულმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობის ასლი, ან ისინი რეგისტრირებული უნდა იყვნენ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში. მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 308 700 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის - 118 320 ლარი. 2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) - სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის. 3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) - სავარძელ-ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არა უგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. 4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით. 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს, ხოლო ელექტრო სავარძელ-ეტლის შემთხვევაში 3480 ლარს. 6. სავარძელ-ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან: ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან: ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები; ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები; ა.გ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები; ა.დ) სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები; ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს; ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 75%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების)- მექანიკური სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 75%-ით; გ) ელექტრო სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) - ელექტრო სავარძელ-ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით. 7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას. მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი 1. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) - სავარძელ-ეტლის მიმწოდებელია სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) საქართველოში აწარმოებს სავარძელ-ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს აღემატება და სააგენტოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით; ბ) ბენეფიციარის საჭიროების განსაზღვრისათვის, სავარძელ-ეტლის მორგებისთვის და შესაბამისი ტრეინინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრეინინგის შინაარსს; გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და სააგენტოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 2. 2013 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ სავარძელ-ეტლის მიმწოდებლებს შეუწყდეთ რეგისტრაცია და აუნაზღაურდეთ 2013 წლის 1 სექტემბრამდე მიღებული ვაუჩერებით მიწოდებული/გაწეული საქონლის/მომსახურების ღირებულება. მუხლი 6. კომპონენტის განმახორციელებელი კომპონენტს განახორციელებს სააგენტო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები