„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2013
ძალაში შესვლის თარიღი 22/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.017382
215
21/08/2013
ვებგვერდი, 22/08/2013
290160000.10.003.017382
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20  მუ­­­ხ­­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგ­ლე­ბ­ში მო­­­­სახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­­­­­­­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვ­რის შე­სახებ“ საქარ­თ­­­­­­­­­ვ­ე­­ლოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგე­ნილებაში (სსმ, 152, 14/12/2009)  შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგე­ნი­ლებით და­მტკ­იცე­ბუ­­ლი და­ნართი №3-ის (სახელმწიფო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­­ლებში სამედიცინო რა­­ი­­­­­ონე­ბის მიხედვით სადაზ­ღვევო ვაუ­ჩე­რის ფასის და­დგენისა და მზ­ღვე­ვე­ლი კომ­პა­ნიის გამოვ­ლე­ნის წესი და უწ­ყე­ბა­თა­შო­რი­სი კომისიის სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლებები) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­­ლი და 11 პუნქ­ტებ­ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ლომიძე  –  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

თენგიზ შერგელაშვილი   –  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

 ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

 გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

 ირაკლი ქარსელაძე  – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი

ლია გიგაური   – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

 ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი

 მამუკა ქაცარავა  – ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

 ლაშა ნიკოლაძესსიპ –  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

 რევაზ მაჭარაშვილი   – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.

 11. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, კომისიის წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.), კომისიაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 22 აგვისტოდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი