„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისის №20/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016099
32
21/08/2013
ვებგვერდი, 22/08/2013
010240020.15.008.016099
„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისის №20/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისის №20/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისის №20/2013 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 09/07/2013, 010240020.15.008.016087) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  „მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების მქონე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 1851 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ცესკოს/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლად დარეგისტრირდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კირთაძე
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე