დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 05 აპრილის N011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 27/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.55.067.016051 |
|
ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიგა ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 3-ის შესაბამისად.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. იმ საგემბანე და სამანქანე განყოფილების თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია სანაპირო და საერთაშორისო ნაოსნობაში, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 4-ის შესაბამისად.“. 3. დანართი №1-ის ცხრილი 1, ცხრილი 3 და ცხრილი 4 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ცხრილი 1 საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით კომერციულ საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალებებისათვის ან/და სამგზავრო ტიპის გემებისათვის
ცხრილი 3 შიგა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა
ცხრილი 4 თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა საგემბანე განყოფილება:
სამანქანე განყოფილება:
თევსაჭერი გემის ეკიპაჟი განისაზღვრა შემდეგი საშტატო თანამდებობებით : შკიპერი; შკიპერის თანაშემწე; უფროსი მექანიკოსი; სავახტო მექანიკოსი; რიგითი მეთევზე მეზღვაური.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები