სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯია“-ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

  • Word
სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯია“-ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/13-ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 19/08/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01/13-ო
19/08/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯია“-ში იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება   01/13-ო                                          

2013 წლის 19 აგვისტო

სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 331 მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის 126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციის და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ საფუძველზე:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის 125/01 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის 35/01 ბრძანებით „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ დარღვევის გამო, სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ დაინიშნოს იძულებითი ადმინისტრაცია.

2. სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს ვასილ ძირკველიშვილი (პირადი ნომერი: 35001012013), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის 126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

3. დროებითმა ადმინისტრატორმა უზრუნველყოს შესაბამისი ზომების მიღება სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ფინანსური მდგომარეობის შესაძლო გაჯანსაღების მიზნით.

4. იძულებითი ადმინისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 19 აგვისტოდან 2013 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.

5. იძულებითი ადმინისტრაციის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სსიპ საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე.

6. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, 6) .

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 ლაშა ნიკოლაძე

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი