დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016096 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №-3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის N-3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 19/02/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016069) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობების:
,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის" მუხლში, (იურიდიული პირებიდან) შემოსული ჭარბი შემოსავალი -- 169.0 ათასი ლარი (დანართი N–2); |
2.
შემოსულობების ნაწილი ნაცვლად 6358.8 ათასი ლარისა, განისაზღვროს 6527.8 ათასი ლარის ოდენობით (დანართი N–2); |
3.
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) – 9398.0 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად 9229.0 ათასი ლარისა და 25.0 ათასი ლარი აისახოს ( დანართი N–3); |
ა)
,,თეატრი და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა“ ( ორგანიზაციული კოდი – 05 04) სუბსიდიის მუხლში, მესტია–ზემო სვანეთის ეპარქიის ხარჯების დასაფინანსებლად (საქართველოს პატრიარქის მესტიაში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით) დაემატოს – 20.0 ათასი ლარი (დანართი N–3); |
ბ)
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ (ორგანიზაციული კოდი – 01 01) შრომის ანაზღაურების მუხლში დაემატოს 8.0 ათასი ლარი, საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს 18.0 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების მუხლში დაემატოს – 3.5 ათასი ლარი.( დანართი N–3); |
გ)
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) დაემატოს საქონელი და მომსახურების მუხლში – 12.5 ათასი ლარი, სხვა ხარჯების მუხლში –15.0 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების მუხლში – 2.5 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
დ)
,,საგანგებო სიტუაციების მართვას“ (ორგანიზაციული კოდი 02 01) საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს – 5.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
ე)
„მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას“ (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლში დაემატოს – 27.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
ვ)
„მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“ (ორგანიზაციული კოდი 04 03) სუბსიდიის მუხლში დაემატოს 2.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
ზ)
„მესტიის სპორტული სკოლას“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 06) სუბსიდიის მუხლში დაემატოს 19.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
თ)
„მესტიის სპორტული სკოლას“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 06) სუბსიდიის მუხლში დაემატოს 19.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
ი)
„სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 02) სუბსიდიის მუხლში დაემატოს 7.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
კ)
„ა(ა)იპ მესტიის სპორტული დარბაზი“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 01) სუბსიდიის მუხლში დაემატოს 2.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
ლ)
„გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 01) საქონელი და მომსახურების მუხლში დაემატოს 26.0 ათასი ლარი. (დანართი N–3); „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებას“ (ორგანიზაციული კოდი 06 01) სუბსიდიის მუხლში დაემატოს 1.5 ათასი ლარი. (დანართი N–3); |
4.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი წარმოდგენილია დანართი N–1– ით; |
5.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წარმოდგენილია დანართი N–2–ით; |
6.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) წარმოდგენილია დანართი N–3–ით; |
7.
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია წარმოდგენილია დანართი N– 4–ით. |
მუხლი 2 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №-1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი
|
|
დანართი №-2
|
მესტიის მუნიციპალიტეტის შემოსავლები
|
|
დანართი №-3
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელები
|
|
დანართი N-4
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დოკუმენტის კომენტარები