დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 278 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/08/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 25/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016560 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
დანართი №III-08 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №III-08 ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებას დაქვემდებარებული ნავთობპროდუქტები
“. |
2.
58-ე მუხლის: |
ა)
მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დასრულებამდე. (ხოლო მატერიალური ფორმის ნსაფ-ის შემთხვევაში ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში არსებული მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები.“; |
ბ)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნსაფ-ის ცხრილის პირველი სვეტის პირველი („საქონლის დასახელება“) და მეორე („საქონლის ოთხნიშნა კოდი“) სტრიქონები, მე-14 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართი“) და მე-15 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი“) შეავსოს მხოლოდ განაცხადში (№III-12 დანართი ან/და №III-13 დანართი) მითითებული მონაცემების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნსაფ-ი ითვლება არასწორად შევსებულად და გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; |
გ)
მე-15 – მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც მას ანიჭებს დამატებით შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახის მიწოდებებზე ნსაფ-ი გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) განხორციელებული ნავთობპროდუქტის მიწოდებების მიხედვით, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-11, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19-22-ე სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“), მე-14 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-15 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი. 16. მყიდველის მიერ შეძენილი ნავთობპროდუქტის გამყიდველის სტაციონარულ ობიექტში შენახვის და შემდგომ პერიოდებში გამოყენების (განაშთვის) შემთხვევაში, გამოიწერება ნსაფ-ი ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე და საფ-ი ნავთობპროდუქტის შენახვის მომსახურებაზე. ამასთან, თუ შენახვის მომსახურება საქონლის მიწოდების მიმართ ატარებს დამხმარე ხასიათს და მისი ღირებულება გათვალისწინებულია მიწოდების ფასში, შესაძლებელია ნსაფ-ი გამოიწეროს მხოლოდ ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები