დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 19/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.36.101.016175 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით (სსმ, 29.12.2010, №70; სარეგისტრაციო კოდი 330.060.000.36.101.016.013) დამტკიცებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესში შევიდეს ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო. არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში – 15%;“. |
2.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1“ ქვეპუნქტი:
,,ო1. ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – 15%;“. |
3.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ქვეპუნქტი:
„ტ) ამ პუნქტის „ა“-„ს“ ქვეპუნქტებისა და 21 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრე წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებულ 70 000 ან 70 000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრს, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილს 100%-ით დაფარავს ქ. თბილისის მერია. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის თანამონაწილეობის წილის განსასაზღვრად ამხანაგობის მიერ გაწეული ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე.“. |
4.
21 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ და ,,ო1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობის გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 15%; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 15%.“. |
| მუხლი 2 |
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები