დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090000.10.003.017377 |
|
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ., მუხ. 35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის თანდართული წესი და პრინციპები.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ 41 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2013 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხები ექვემდებარება ლეგალიზაციას. ამავდროულად, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოქალაქეთათვის 2013 წლის 1 სექტემბრამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები