დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 სექტემბრის N16-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12-35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 19/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250030.36.101.016176 |
|
,,ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 სექტემბრის №16-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
|
|
1. ,,ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 სექტემბრის N№16-1 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” და „ე” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქ. თბილისის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი №1 დანართის თანახმად;
ბ) ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №2 დანართის თანახმად;
გ) ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №3 დანართის თანახმად;
დ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №4 დანართის თანახმად;
ე) განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №5 დანართის თანახმად.” |
|
დანართი 1
|
ქ. თბილისის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
1.
განისაზღვროს საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 1700 ლარის ოდენობით. |
2.
ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან:
ა) უფლება მიეცეთ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ფრაქციის თითოეულ წევრს ფრაქციაში მუშაობისთვის მისცენ არა უმეტეს 300 ლარისა, რისთვისაც გასაცემი თანხა გადაანაწილონ საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულების რაოდენობაზე, თანახმად მე-2 დანართისა; ბ) უფლება მიეცეთ საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეებს კომისიის თითოეულ წევრს კომისიაში მუშაობისთვის მისცენ არა უმეტეს 700 ლარისა, რისთვისაც გასაცემი თანხა გადაანაწილონ საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულების რაოდენობაზე, თანახმად მე-3 დანართისა; გ) დარჩენილი 700 ლარის საკრებულოს წევრზე გაცემის უფლება მიეცეს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. |
3.
საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო საკითხების შესასწავლად გაწეული საქმიანობისა და საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრების მიხედვით ადასტურებს საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების ნუსხას N4 დანართის თანახმად და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. |
4.
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო წარუდგენს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს N5 დანართის თანახმად. |
5.
საკრებულოს თავმჯდომარე, ცვლილებებით ან უცვლელად, ამტკიცებს აღნიშნულ ნუსხებს და გადასცემს საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილებას. |
6.
საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს წევრს საკრებულოს რეგლამენტის დარღვევისათვის 3 თვით არ აუნაზღაურდება ცალკეულ დავალებათა შესრულებისათვის გაწეული ხარჯები. |
დანართი 2
|
ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
|
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს -------------------- საკრებულოს ფრაქცია --------------------------- წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრების ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას: 20 წლის ___________ თვე
ფრაქციის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა): ------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 3
|
ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს -------------------- ქ. თბილისის საკრებულოს ------------------------------ კომისია წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
20 წლის ---------------- თვე
კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
---------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
| ||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 4
|
ქ. თბილისის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
|
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს
წარმოგიდგენთ ქ. თბილისის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
20 წლის ---------------- თვე
საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო -------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 5
|
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
|
ვამტკიცებ
ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
----------------------------------------------------------------------------------------
------ -------------- 20 წელი
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნო ------------------------------------------------- | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები