„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016126
22
15/08/2013
ვებგვერდი, 22/08/2013
010260020.35.105.016126
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №22

2013 წლის 15 წლის

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 9 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მუნიციპალური განვითარების  პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 9 ივლისის  №20 დადგენილებაში ((სსმ15/07/2013 სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.105.016124 შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მუნიციპალური  განვითარების  პროგრამების მართვის  სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომლის დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც კორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს  მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების შემუშავებაში, უზრუნველყოფს ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგს“. 

2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს გამგებლის დავალებით ერთ-ერთი საჯარო მოხელე“.

3. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“

მუხლი 2
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია