„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016851
643
16/08/2013
ვებგვერდი, 16/08/2013
040030000.08.002.016851
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №643

                2013 წლის 16 აგვისტო               

  ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №108, მუხ. 1480) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდეგში –  ჰოსპიტალი).“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი