დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 642 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.08.002.016848 |
|
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულების (სსმ, ვებგვერდი, 11.01.2013; 310010010.08.002.016729) პირველი პუნქტით დამტკიცებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-3 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა) (a) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (ან თანამესაკუთრე) – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე (ან თანამესაკუთრეზე) რეგისტრაციისას;“; |
ბ)
მე-3 მუხლის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ბ) (b) არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – მიეთითება: ვ.ბ.ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას; ვ.ბ.ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას, რომლებიც აუქციონის გარეშე სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს;”; |
გ)
მე-3 მუხლის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.გ) (c) რეგისტრირებულია მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას;“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები