საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.038.016211
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
212
19/08/2013
ვებგვერდი, 19/08/2013
010320010.22.038.016211
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2013 - 24/06/2015)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №212

2013 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის ფიზიკური დონის განმსაზღვრელი ნორმატივები დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

დანართი №1
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს (შემდგომში - მთავარი სამმართველო) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი.

4. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი.

5. განყოფილების უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი;

ზ) ფიზიკური ნორმატივები (დანართი №2-ის შესაბამისად).

6. განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი):

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი;

ზ) ფიზიკური ნორმატივები (დანართი №2-ის შესაბამისად).

7. განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი):

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი;

ზ) ფიზიკური ნორმატივები (დანართი №2-ის შესაბამისად).

8. განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი):

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი.

9. განყოფილების უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  არანაკლებ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი;

ზ) ფიზიკური ნორმატივები (დანართი №2-ის შესაბამისად).

10. მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, ინსპექტორი (მორიგე), ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში), ინსპექტორი (გუშაგი), უმცროსი ინსპექტორი (მორიგე), გუშაგთა ცვლის უფროსი, გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე, ყარაულის ცვლის უფროსი, ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე, ყარაული, მებრძოლი, ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაური, ოცეულის მეთაურის მოადგილე:

ა) ზოგადი ან უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გ) ლოგიკური აზროვნების უნარი;

დ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა;

ე) ფიზიკური ნორმატივები (დანართი №2-ის შესაბამისად).

11. ინსპექტორი (ექიმი),  სპეციალისტი (საწყობის გამგე):

ა) ზოგადი ან უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გ) ლოგიკური აზროვნების უნარი;

დ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 

მუხლი 2
მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კონსტიტუციის II თავი;

2. პატიმრობის კოდექსი;

3. საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;

4. საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“;

5. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება;

6. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანება;

7. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება.

მუხლი 3
მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კონსტიტუციის II თავი;

2. პატიმრობის კოდექსი;

3. საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“;

4. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N176 ბრძანება;

5. „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის  2012 წლის 17 დეკემბერის   №178 ბრძანება;

6. „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანება.

დანართი N2

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის   (I -V ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით) ფიზიკური დონის განმსაზღვრელი ნორმატივები (მამაკაცები)

ნორმატივის სახეობა

ასაკობრივი ჯგუფი

I (18-26 წ.)

II (27-32 წ.)

III (33-38 წ.)

IV (39-44 წ.)

V (45-50 წ.)

ფრ.

კარგი

დამაკ.

ფრ.

კარგი

დამაკ.

ფრ.

კარგი

დამაკ.

ფრ.

კარგი

დამაკ.

ფრ.

კარგი

დამაკ.

ღერძზე მიზიდვა

12

10

8

10

8

6

8

6

5

6

5

4

5

4

3

სირბილი 100 მ (წმ)

13,2 0 – 14,00

14,00 – 15,00

15,00 – 16,00

16,00 – 17, 00

17,00 – 18,00

სირბილი 1000 მ (წთ. წმ)

3,30 – 3,50

3,50 – 4,05

4,05 – 4,25

4,30 – 4,50

4,50 – 5,10

სირბილი 3000 მ (წთ. წმ)

12,0 – 13,30

13,30 -14,00

14,00 – 14, 40

14,40 – 15,30

17, 00 - დროის განუსაზღვრელად

1. 50 წლის ზემოთ პირები აბარებენ V ასაკობრივი ჯგუფისათვის გათვალისწინებული ნორმატივების შესაბამისად.

2. პირები , რომელთა წონა აჭარბებს 90 კგ-ს, ღერძზე მიზიდვას აბარებენ 2-ით ნაკლებს.

3. სირბილი 1000 ან 3000 მეტრზე მიიღება შერჩევით შემმოწმებლის (კომისიის) მიერ.