„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017372
205
15/08/2013
ვებგვერდი, 15/08/2013
010240030.10.003.017372
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №205

2013 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010, მუხლი 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნოდარ ხადური

– საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

 

გიორგი ჯავახიშვილი

– საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

 

მამუკა ბარათაშვილი

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

 

დავით მოლოდინი

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

დავით ქევხიშვილი

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

 

ზვიად კორძაია

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის სამართალ-წარმოების სამმართველოს უფროსი

 

გაიოზ თალაკვაძე

– საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი

 

 

 

ირაკლი ლიჩელი

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ ადეიშვილი

– საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

შოთა კომლაძე

– საქართველოს ბიზნესასოციაციის საგადასახადო საკითხთა ექსპერტი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი