დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 661 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016213 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 01.02.2007 №14, მუხ. 153) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზასა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში კეთდება მითითება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან თანამესაკუთრის შესახებ, ხოლო მოსარგებლეზე რეგისტრაციისას მითითება - რომ იგი არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე.“. |
2.
მე-9 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დეკლარანტზე ისე, რომ არ ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირება. სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადით. დროებითი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო ბაზაში (სისტემაში) აღირიცხება შემდეგი სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები: ა) დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.); ბ) დროებითი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი და თარიღი; გ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის სერია და ნომერი; დ) დროებითი რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი; ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: ე.ა) მარკა; ე.ბ) მოდელი; ე.გ) ძარას ტიპი; ე.დ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი; ე.ე) გამოშვების წელი; ე.ვ) ფერი; ე.ზ) ძრავას ნომერი; ე.თ) ძრავას მოცულობა; ე.ი) საწვავის ტიპი; ე.კ) ძარას ნომერი; ე.ლ) შასის ნომერი; ე.მ) დასაშვები წონა; ე.ნ) დაუტვირთავი წონა; ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა.“; |
ბ)
მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას მონაცემთა ბაზასა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში მიეთითება, რომ რეგისტრაცია განხორციელდა ნივთზე მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე.“. |
3.
44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44 1. სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში სატრანსპორტო საშუალების ძებნის ან გატაცების თაობაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია განხორციელდება ძებნის ან გატაცების თაობაზე ინფორმაციის გაუქმების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ისეთი ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შემთხვევებზე, როდესაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია და საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურას ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების /გადაცემის ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ; ბ) ისეთი ძებნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შემთხვევებზე, როდესაც სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები ვერ დგინდება მისი დაზიანების ან არარსებობის გამო და საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურას ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისას ყოველ ახალ შემძენს ეცნობება სატრანსპორტო საშუალების ძებნის თაობაზე მონაცემთა ბაზაში ასახული ინფორმაციის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები