დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016149 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ" ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე და მე-80 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 დეკემბრის №38 დადგენილებაში (სსიპ 'საქართველოს საკანონმდებლო მაცნე' www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016133 თარიღი 25/12/2012 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 1 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12523.1 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილების მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 5 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10296.1 ათასი ლარის ოდენობით
5. დადგენილების მექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 6 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 927.0 ათასი ლარის ოდენობით:
6. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7 659.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
7. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 8 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6183.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6342.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 158.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
9. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 9 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
10. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 8666.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 4091.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა და ქ. წყალტუბოში გელათის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ყაზბეგის, ტ. შევჩენკოს და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-2 შესახვევის დაზიანებული გზების სრული რეაბილიტაცია. სოფ. ლეხიდრისთავში მისასვლელი გზის და ქ. წყალტუბოს შანიძისა და ტაბიძის ქუჩებზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. ჟონეთი-მამაწმინდის დამაკავშირებელი (მდინარე რიონზე) დაკიდული ხიდის რეაბილიტაცია. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, ავალიანის, გორგასლის და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია; ხვამლის, ყაზბეგის, ყაზბეგის მე–6 შეს. ქუჩების რეაბილიტაცია; თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია; ლერმონტოვის მე–3 შეს, შანიძის, სარაჯიშვილის, 9 მარტის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია; თბილისის, ბარნოვის, დადიანის, კლდიაშვილის და ტ. ტაბიძის ქუჩების რეაბილიტაცია; 26 მაისის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია; ბესიკის, კოლხეთის, ერისთავის, გურამიშვილის და რუსთაველის პირველი ჩიხის ქუჩების რეაბილიტაცია; სოფელ ჩუნეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. სორმონი–მოწამეთის გზის 3.3 კმ–იანი მონაკვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. გ. ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 1542.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.2.1. გარე განათება- 300.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. წყალტუბოში ლორთქიფანიძის, ბესიკის, თამარ მეფის, ტაბიძის, ჯავახიშვილის, ნუცუბიძის, რუსთავის, ახალგაზრდობის, ტყაბლაძის, ლერმონტოვის პირველი ჩიხი, შანიძის, სარაჯიშვილის, გვანცელაძის, ტაბიძის პირველი შესახვევი, შვეჩენკოს ქუჩის გაგრძელება, სამაკაშვილის ქუჩის გაგრძელება, ზაალიშვილის, ჯავახიშვილი-ჭონქაძის ქუჩების შემაერთებელი, ჩახრუხაძის, ბარათაშვილის, სოლომონ პირველის, ბაგრატის, შავიანიძის, დედაენის, ნიკოლაძის, რუსთაველის პირველი ჩიხი მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი და დაფინანსდება არსებული ქსელის ექსპლოატაციის ხარჯი და მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულება. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტაბიძის პირველი შესახვევის, ჯავახიშვილის მეორე შესახვევი, ჯავახიშვილი–ჭონქაძის ქუჩების შემაერთებელი გზის მონაკვეთი, ხვამლის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩის გაგრძელება, დედა ენის №24 ბინის წინ, ლორთქიფანიძის №6 ჩიხი, ვაჟა ფშაველას №33 – 38 სახლებთან, 26 მაისის ქუჩის პირველი ჩიხი, ლორთქიფანიძის მე–10 ჩიხი (ძველი მეხუთე), შევჩენკოს ქუჩის №19-25 სახლებთან,შანიძის პირველი ჩიხი, შანიძის მე-3 შესახვევი, ლორთქიფანიძის მე-2 ჩიხი, ლორთქიფანიძის მე-3 შესახვევის გაგრძელება. 2.2.2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები- 544.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის დაცვა მაწანწალა ცხოველებისაგან. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. 2.2.3. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა- 489.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის, ქ. წყალტუბოში 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. 2.2.4. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 208.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ.ხომულში სასმელი წყლის ქსელის ნაწილის რეაბილიტაცია და სოფ. თერნალში დაზიანებული ქსელის შეკეთება. ასევე განხორციელდება სოფ. ოფურჩხეთში ახალი წყალსადენი სისტემისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები- 1878.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების ექსპლოატაცია, სადღესასწაულოდ ქალაქის გაფორმება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, მწვანე ნარგავების მოვლა, მოსაცდელების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 1080.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2.5 საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება - 10.7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობა. 2.6 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება - 50.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში და თბილისის ქუჩის №5 საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია.” 11. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის 4.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება - 70.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ორგანიზება, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლაშქრობების ორგანიზება, სკოლის გამოსაშვები ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ექსკურსიების ორგანიზება, პოეზიის საღამოს მოწყობა, საახალწლო ღონისძიებები, სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „წყალტუბოობა“-ს მოწყობა, სხვადასხვა შემსრულებლების მოწვევა.“ 12. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 919.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 51.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები- 868.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა- 76.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული 100 ბენეფიციარის კვება. 5.2.2. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დღეგრძელთა დახმარება- 5.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. 5.2.3. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება- 35.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დედა ან მამა) ერთჯერადი ფულადი დახმარება: თითოეულზე 2013 წელს მესამე შვილის შეძენისას– 300 ლარი, მეოთხე შვილის შეძენისას– 500 ლარი, მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას– 1000 ლარი. 5.2.4. სარიტუალო ხარჯები- 19.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი 5.2.5. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება- 424.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება. თითოეულ ოჯახზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 57000 ქულის ზემოთ 70000 ქულის ჩათვლით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს - 300 ლარი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიდი სამამულო ომისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეების, 18 წლამდე ინვალიდ და დედ-მამით ობოლ ბავშვების, დღის ცენტრ "პეპელას" და უფასო სასადილო "სათნოების სახლის" ბენეფიციარების ერთჯერადი ფულადი დახმარება. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ჰემოდიალეზით დაავადებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება. 5.2.6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერებრალური დამბლით დაავადებულ ინვალიდთა ერთჯერადი დახმარება- 25.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ცერემბრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე დევნილ ბავშვთა ერთჯერადი დახმარება, თითოეულზე 500 ლარი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ცხოვრობს ცერებრალური დამბლით დაავადებული 35 უნარშეზღუდული პიროვნება, რომლებიც ძირითადად მიჯაჭვულნი არიან საწოლს და ესაჭიროებათ მომვლელი და ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა მათ დასახმარებლად გამოყოფილი იქნეს 17 500 ლარი. 5.2.7. მუნიციპალიტეტში მცხობვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება- 213.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება, რომლებიც არ არიან სახელმწიფო სოციალური პროგრამების მომხმარებელი. თანადაფინანსება 2000 ლარის ჩათვლით ღირებულების სამედიცინო მომსახურებისათის განისაზღვროს 50%-ით, ხოლო 2000 ლარს ზევით ღირებულების სამედიცინო მომსახურებისათვის 1000 ლარის ოდენობით. 5.2.8. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება- 70.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 09) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტიქიური უბედურების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი და დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს - 1000 ლარი“. 13. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (პ. კიკალიშვილი). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები