დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5293 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 27/07/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.000.000.05.001.003.022 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) 55-ე მუხლის 55.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„55.11. იმ საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს, შესაძლებელია, წესდებით არ იყოს გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო კრება. თუ წესდებით გათვალისწინებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება.“.
მუხლი 2.
გაუქმდეს სამეთვალყურეო საბჭოები, რომლებიც შექმნილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე იმ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს.
მუხლი 3.
დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს, სახელმწიფოს წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში იქნება საჯარო მოსამსახურე, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 4.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5293–რს
დოკუმენტის კომენტარები