დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016629 |
108/ნ
14/08/2013
ვებგვერდი, 16/08/2013
430210000.22.022.016629
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ (www.matsne.gov.ge, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი:– 430210000.22.022.016076) ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.“ 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, კლასების/საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოების ნუსხას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები