დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016626 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) პირველი პუნქტით დამტკიცებულ მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება სასერტიფიკაციო გამოცდების საცდელი ტესტირებებისთვისა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობებიდან საჭირო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“; ბ) მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელმაც არა უგვიანეს 10 დღით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა ან წილისყრით განესაზღვრა დამკვირვებლის სტატუსი. დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წილისყრა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იმ პირთა რიცხვი, რომელთაც გააკეთეს განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციაზე, აჭარბებს საგამოცდო ცენტრში გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ დამკვირვებელთა ზღვრულ ოდენობას. წილისყრის შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით.“; გ) მე-16 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;“; გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“; დ) მე-18 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ტესტზე მუშაობის პროცესში მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს კალმით.“; დ.გ) მე-4 პუნქტის: დ.გ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;“; დ.გ.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტური დავალებების, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს ამ დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;“; ე) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2013 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დატკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების შესაბამისად განხორციელებულად.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები