„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016627
107/ნ
13/08/2013
ვებგვერდი, 15/08/2013
040030000.22.022.016627
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2013 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით (სსმ III, 15.09.2010 წ., №117, მუხ. 1733) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ10“ ქვეპუნქტი:

,,პ10) უზრუნველყოფს საგამომცემლო საქმიანობის განხორციელებას;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო2“ ქვეპუნქტი:

,,ო2) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისია სათათბირო ხმის უფლებით;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მეორე პუნქტის:

ა.ა),,გ“ ქვეპუნქტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური;“;

ა.ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

„თ) განათლების აღიარების სამმართველო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის სტრუქტურა შედგება სამსახურებისა და სამმართველოებისგან, რაც აისახება ცენტრის საშტატო განრიგში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ფუნქციად განსაზღვროს სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციების განაწილება, კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების დროულად მიღების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ კორესპონდენციაზე ხელმოწერა. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ან მისი მოადგილის მიერ განხილულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.“;

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ფუნქციები:

საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური:

ა) ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, დახვეწასა და შემდგომ განვითარებას;

ბ) ხელს უწყობს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, ახორციელებს მათი საქმიანობის კოორდინაციას და უზრუნველყოფს შემუშავებული დოკუმენტების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის თვალსაზრისით კონსულტაციების გაწევასა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) ახდენს საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივ და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას;

დ) ახდენს დარგობრივ და პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, განზოგადებას და შესაბამისი სამუშაო ჯგუფებისთვის მიწოდებას;

ე) ახდენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას თანამედროვე პროგრამების შესახებ და ადეკვატური დამხმარე მასალით უზრუნველყოფას; 

ვ) ახორციელებს ერთიან საკვალიფიკაციო ჩარჩოში კვალიფიკაციის შეცვლის, ამოღების ან ახალი კვალიფიკაციის დამატების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას და დოკუმენტის შემდგომ სრულყოფაზე წინადადებების შეგროვებას;

ზ) ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფას;

თ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის – განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ენობრივ სისწორეს.“.

5. 112 მუხლის:

ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ცენტრის დირექტორის ან მისი მოადგილის დავალების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან იღებს დეტალურ ანგარიშსა და ინფორმაციას სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებით;“;

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის  მიზნით, ცენტრის დირექტორის დავალებით უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელოს სტანდარტების შესრულების, ან/და საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგი.“;

გ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 112 მუხლის შემდეგ დაემატოს 113 მუხლი:

,, მუხლი 113.განათლების აღიარების სამმართველოს ფუნქციები:

განათლების აღიარების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;

ბ) ახდენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;

გ) ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას;

დ) ახდენს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას;      

ე) ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების განათლების აღიარებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე